წარმომადგენლობა
ავიცენას მავზოლეუმი, ჰამედანი

ავიცენას მავზოლეუმი, ჰამედანი

ავიცენას მავზოლეუმი, ჰამედანი

ავიცენას მავზოლეუმი, ცნობილი ირანელი ფილოსოფოსის, მეცნიერისა და ექიმის მემორიალური ძეგლი, მდებარეობს ირანის ქალაქ ჰამედანის აბუ ალი სინას (ავიცენას) მოედანზე. ამ ისტორიული მოედნის ხელსაყრელი მდებარეობა და ასევე მასთან მარტივი წვდომა, უამრავ მნახველს იზიდავს.

იბნ სინა (ლათინიზებული ვარიანტი - ავიცენა), ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი, მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და ირანში (980-1037 წწ). მისი მთავარი შრომაა ფილოსოფიური ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას. ავიცენას პოეტურმა მემკვიდრეობამ ჩვენამდე ნაწილობრივ მოაღწია (წერდა არაბულად და სპარსულად). თავის ლექსებში გამოხატავდა საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს. იბნ სინას უმნიშვნელოვანესი სამედიცინო თხზულება „სამკურნალო მეცნიერების კანონი“ ლათინურ ენაზე XII ს-ში ითარგმნა და პირველად 1473 წელს გამოქვეყნდა მილანში, არაბულ ენაზე შედგენილი ორიგინალი კი 1593 წელს დაიბეჭდა რომში. არსებობს ამ ნაწარმოების 30 გამოცემა. მასში ავტორი ეხება მცენარეთა, განსაკუთრებით სამკურნალო მცენარეთა მოშენებასა და ფიზიოლოგიას, მედიცინის ზოგად თეორიას, ანატომიას, ფიზიოლოგიას, ქირურგიას, დიაგნოსტიკას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების განვითარებას, მკურნალობას და სხვა.

მავზოლეუმი წარმოადგენს ოთხკუთხა ფორმის  ნაგებობას რამდენიმე დარბაზით და კონუსის ფორმის 32 მეტრიანი კოშკით. აგებული 1952 წელს. ამ შესანიშნავი მემორიალური ძეგლის არქიტექტორია ჰიშანგ სეიჰუნი. მავზოლეუმის არქიტექტურა წარმოადგენს ირანული უძველესი არქიტექტურული სტილისა და პოსტ ისლამური ირანული არქიტექტურის სტილების ნაზავს.

ავიცენას საფლავი მდებარეობს მავზოლეუმის კომპლექსის წრიული დარბაზის ცენტრში. დარბაზის კედლები ჰერბარიუმებით არის მორთული, რომლებსაც ავიცენა სამედიცინო პრაქტიკაში იყენებდა. მავზოლეუმის გალერეის მარცხენა მხარეს არის ავიცენას ახლო მეგობრის, აბუსაიდ დეხოკის საფლავი, რომლის სახლიც იყო იმ ადგილას, სადაც ახლა ეს კომპლექსი მდებარეობს.

მავზოლეუმის კოშკს ასევე აქვს 12 სვეტი, რაც სიმბოლოა იმ 12 მეცნიერებისა, რომელთაც ავიცენა თავის დროზე სწავლობდა და იკვლევდა. მავზოლეუმს ასევე აქვს ორი, ჩრდილოეთ და სამხრეთ დარბაზი. მავზოლეუმის სამხრეთ დარბაზი ეთმობა მონეტების, ჭურჭლის, ბრინჯაოს და სხვა აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთების გამოფენას. ჩრდილოეთ დარბაზში კი მოწყობილია ირანული და უცხოური იშვიათი და რარიტეტული  წიგნების ბიბლიოთეკა.

 

სახელი ავიცენას მავზოლეუმი, ჰამედანი
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: