აფიფ-აბადის ბაღის მუზეუმები, შირაზი
აფიფ-აბადის ბაღი ქალაქ შირაზის ერთ-ერთი ისტორიულ-კულტურული ძეგლია. ბაღი მდებარეობს ამავე სახელწოდების უბანში, სათარ-ხანის ბულვარზე. 1972 წელს ირანის ეროვნული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ აფიფ-აბადის ბაღში მდებარეობს ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო მუზეუმი, სადაც ექსპონირებულია უძველესი და თანამედროვე საბრძოლო იარაღები და სამხედრო ტექნიკა.
აფიფ-აბადის ბაღის შესახებ
127 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშლილი ეს ბაღი, დაარსდა სეფიანთა ეპოქაში ( XVI საუკუნე), იყო ხან ზულ-ყადრის (ფარსის მმართველი) პირადი საკუთრება ძირითადად ირანელი მონარქების და მმართველების დასასვენებელი ადგილს წარმოადგენდა. ბაღი. ხან ზულ-ყადრმა ბაღის ნაწილში სასახლე ააგო, რომელიც სეფიანთა ეპოქის შემდგომ პერიოდში დაინგრა, ბაღი კი თითქმის განადგურდა.
ყაჯარულ ეპოქაში (XIX ს.) აფიფ-აბადის ბაღი ალი ხან ყავამ ოლ-მოლქმა იყიდა და დაიწყო მისი აღდგენა. მან ბაღის შუაში ააგო დიდი ორსართულიანი სასახლე, სადაც შემდგომში სამხედრო მუზეუმი და ებრატის მუზეუმი დაარსდა.
ალი ხან ყავამ ოლ-მოლქის გარდაცვალების შემდეგ ბაღი მემკვიდრეობით მიიღო მისმა დისშვილმა, აფიფე ხანუმმა, რომელმაც ბაღში ბევრი ცვლილება შეიტანა, რის შემდეგაც ბაღი "აფიფ-აბადის" სახელით გახდა ცნობილი.
ფეჰლევების დინასტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს ბაღი 1960 წელს საჩუქრად გადასცეს დედოფალ ფარაჰს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის მეუღლეს.
1991 წელს ბაღში დაარსდა სამხედრო მუზეუმი, მეორე სამხედრო მუზეუმი ირანში.
აფიფ-აბადის ბაღის არქიტექტურა
აფიფ-აბადის ბაღი შირაზის ერთ-ერთი უძველესი ბაღია. ბაღის საპარადო ჭიშკარს ოთხი თაბაშირის სვეტი აქვს, რომელთა კაპიტელები შთაგონებულია აქემენიდური პერიოდის პერსეპოლისის სასახლეების არქიტექტურით. კარის თავზე მოჩანს ორი ლომი, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ლომებს კარი თათებით უჭირავთ. შესასვლელ კარი გადის დერეფანში, რომელიც ბაღის მთავარ სივრცეს უკავშირდება.მეორე მხარეს, ატრიუმის ერთ მხარეს კედელზე გამოსახულის ერთ-ერთი სასანიდი მეფის მეფედ კურთხევის ცერემონია.
სასახლის შენობა ორსართულიანია, სადაც თითქმის 30 ოთახია. მთავარი დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე ორი მარმარილოს ბუხარია. სასახლის პირველ სართულზე სამხედრო მუზეუმია განთავსებული და მისი აღმოსავლეთი ფასადი ფერადი სარკმლებითაა დეკორირებული. პირველი სართულიდან ფართე კიბით სასახლის ზედა სართულზე ავდივართ.
აფიფ-აბადის ბაღის მუზეუმები
როგორც უკვე ითქვა, შენობის პირველი სართულზე სამხედრო მუზეუმია, სადაც მნახველებისთვის გამოფენილია სხვადასხვა ეპოქის საბრძოლო იარაღები და ტექნიკა. მუზეუმში დაცულია არაერთი საინტერესო ექსპონატი, მათ შორის ირანელ მონარქთა (ფათჰ-ალი შაჰის, ნასრედდინ შაჰის, რეზა შაჰისა და მუჰამად რეზა შაჰის) შაშხანები, პარტიზანული მოძრაობა "ტყის მოძრაობის" მებრძოლთა იარაღი და სხვა.
მეორე სართულზე გრძელი დერეფანია, რომლის ორივე მხარეს ერთმანეთში გამავალი ოთახებია. სართულის ცენტრალურ ნაწილში დიდი დარბაზია. დარბაზის ხის ჭერი მოხატულია ყვავილების მოტივებით, სანადირო და სადარბაზო სცენებით. კედლები მორთულია სტუკოს მუკარნასითა და ფერწერული ორნამენტებით.
აფიფ-აბადის ბაღის სამუზეუმო კომპლექსის კიდევ ერთ მუზეუმია "ებრატის მუზეუმი", რომელიც სასახლის შენობის მეორე სართულზე მდებარეობს. ამ სართულზე გრძელი დერეფანია, რომლის ორივე მხარეს ერთმანეთში გამავალი ოთახებია. სართულის ცენტრალურ ნაწილში დიდი დარბაზია. დარბაზის ხის ჭერი მოხატულია ყვავილების მოტივებით, სანადირო და სადარბაზო სცენებით. კედლები მორთულია სტუკოს მუკარნასითა და ფერწერული ორნამენტებით. დერეფნის ორივე მხარეს შეგიძლიათ ნახოთ საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები, საცხოვრებელი ოთახები, სამუშაო კაბინეტი და მისაღები ოთახი. მუზეუმში ასევე დაცულია ფარაჰ ფეჰლევის პირადი პიანინო.
სახელი | აფიფ-აბადის ბაღის მუზეუმები, შირაზი |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: