წარმომადგენლობა
იაზდი

იაზდი

იაზდი

ქალაქი იაზდი, იაზდის ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს ირანის პლატოს ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ისპაჰანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 270 კმ-ში. იაზდი ირანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია; აქვს მკვეთრად გამოხატული აღმოსავლური სტილი, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, ბაზრებით, აბანოებითა და გამოუმწვარი აგურით ნაშენი სახლებით. არქიტექტურის შესაბამისობა რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებთან და კლიმატურ-კულტურულ პირობებთან, ქალაქის არქიტექტურის განსაკუთრებული სილამაზის გარდა, მისი ერთ-ერთი მახასიათებელია. ქალაქის ყველა უბანში არის აბანოები, ბაზრები, წყალსაცავები, მეჩეთები, მცირე საამქროები, წყლის პატარა არხები (ჭების მიწისქვეშა სისტემასთან დამაკავშირებელი) რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. „ქარსაჭერები“ (სავენტილაციო სისტემა) ქალაქის არქიტექტურის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია. 2017 წელს, ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად (კულტურული ტრადიციის, ან, დღესაც არსებული ან გამქრალი ცივილიზაციის ამსახველი უნიკალური ან განსაკუთრებული ნიმუში; ტრადიციული საცხოვრისის ან მიწათმოქმედების გამორჩეული მაგალითი, რომელიც წარმოადგენს რომელიმე კულტურას (კულტურებს), განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კულტურა საფრთხის წინაშეა შეუქცევადი ცვლილებების გამო) შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

სახელი იაზდი
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: