წარმომადგენლობა
მალექანის ვენახები

მალექანის ვენახები

მალექანის ვენახები

ირანი თავისი კლიმატური და გეოგრაფიული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ოთხი სეზონის ქვეყანაა, რომლის ყველა ნაწილში იზრდება კონკრეტული რეგიონის ჰავის და განსაკუთრებული პირობების შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. ყურძენი ჩრდილო-დასავლეთ ირანის ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია. მალექანის ვენახებში მოწეულ ყურძენს სანიმუშო ხარისხი აქვს. მალექანში უზარმაზარი ვაზის პლანტაციებია, რომელთა უნიკალური სილამაზე უაღრესად ლამაზ პეიზაჟებს ქმნის.

მალექანის გეოგრაფიული თავისებურებები

მალექანის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით და ურმიის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით; ითვლება ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანისა და დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციების სასაზღვრო ოლქად. მალექანის მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი მალექანი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 30 000 ადამიანს შეადგენს.  მდებარეობს აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის დედაქალაქ თავრიზიდან 144 კილომეტრის დაშორებით.

ზოგიერთი ცნობის თანახმად, ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობების გამო, მალექანში ადამიანი ჯერ კიდევ ძვ.წ. VI-V ათასწლეულიდან ბინადრობს. სოფლების აბას აბადის და ყურიჯანის ტერიტორიები, ამ რეგიონში ადამიანთა ძირითად საცხოვრებელ ადგილებად ითვლებოდა. არქეოლოგიურ და ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ამ სოფლების მაცხოვრებლები კულტურულ ურთიერთქმედებაში იყვნენ მესოპოტამიის ხალხებთან. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 200 წლის წინ მალექანი პატარა და იშვიათად დასახლებულ სოფლად ითვლებოდა.

წყლის მდიდარი რესურსების არსებობამ, მალექანი ირანში ყურძნის წარმოების ცენტრად აქცია. მორდაყი (მორდაყჩაი) და ლეილანი (ლეილანჩაი) ორი მდინარეა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ რეგიონის წყლის საჭიროებებს. მდინარე მორდაყი დაახლოებით 100 კმ სიგრძისაა და სათავეს საჰანდის მთის სამხრეთ კალთებზე იღებს. ქალაქების მარაყესა და მალექანის გავლის შემდეგ უერთდება მდინარე ზარინეს და ჩაედინება ურმიის ტბაში. 107 მილიონი კუბური მეტრი წყლის მოცულობით, მორდაყი რეგიონის ერთ-ერთი უდიდეს მდინარედ მიიჩნევა. მდინარე ლეილანი ასევე სათავეს იღებს საჰანდის მთის კალთებზე და მდინარე ზარინთან შეერთების შემდეგ ისიც ურმიის ტბაში ჩაედინება.

მალექანის ყურძენი

აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში დაახლოებით 17 ათასი ჰექტარი ვენახია, აქედან 8500 ჰექტარზე მეტი მალექანის ოლქში, სადაც უამრავი ჯიშის ყურძენი მოჰყავთ. ზაფხულობით, მოსავლის აღების დროს, მალექანში მუდმივად მოძრაობენ ყურძნის გადამზიდავი მანქანები და აქაური მაღალი ხარისხის ყურძენი გადასამუშავებლად ან გასაყიდად მიმდებარე ქალაქებში მიაქვთ. მალექანის ვენახებში აღებული მოსავლის ნახევარზე მეტი გადამუშავდება მჟავე და ტკბილ ქიშმიშად, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ქიშმიშის სახეობაა. ამ პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რუსეთსა და ევროპაში. მალექანში ყურძნის წლიური მოსავალი 150 ათას ტონაზე მეტია, აქედან 50 ტონაზე მეტი ექსპორტზე გადის.

მალექანში სულ მცირე 16 ჯიშის ყურძენი მოჰყავთ; ვენახების მთლიანი ფართობის 95 პროცენტი ეთმობა სულთანას ჯიშის ყურძნის (თეთრი ოვალური ქიშმიში) მოყვანას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი და პოპულარული ყურძნის სახეობაა. ყურძნის ჯიშები ფახრი, საჰები, ჰოსეინი და ყიზილი სულთანას ჯიშის ქვეკატეგორიებია. ამ ჯიშის ყურძნებიდან მიიღება უმაღლესი ხარისხის უწიპწო ქიშმიში. მალექანის ყურძენი იმდენად მაღალი ხარისხისაა, რომ ყოველი სამი კილოგრამი ყურძნიდან, ერთი კილოგრამი ქიშმიში მიიღება.

მალექანის მკვიდრთა ეკონომიკის, საარსებო წყაროსა და შემოსავლის მნიშვნელოვანი წილი ყურძნის წარმოებას და რეალიზაციას უკავშირდება. ქალაქ მალექანში ყურძნის გადამამუშავებელი ოცდაათი ქარხანაა.

სახელი მალექანის ვენახები
ქვეყანა ირანი
რეგიონიაღმოსავლეთ აზერბაიჯანი
ქალაქიმალეკანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: