წარმომადგენლობა
ფირდოუსის მავზოლეუმი

ფირდოუსის მავზოლეუმი

ფირდოუსის მავზოლეუმი

ყველასათვის საყვარელი, მსოფლიოში სახელგანთქმული ირანელი პოეტის, სპარსული პოეზიის უდიდესი წარმომადგენლის, ირანული ეროვნული ეპოსის „შაჰნამეს“ ავტორის ჰაქიმ აბულყასემ ფირდოუსის საფლავი ქალაქ მეშჰედის მახლობლად, თუსში მდებარეობს.
ფირდოუსის ნამდვილი სახელი უცნობია, ფირდოუსი "სამოთხელს" ნიშნავს. დაიბადა 934-942 წლებს შორის,  ქალაქ თუსის მახლობლად, გვაროვნულ გაღარიბებულ ოჯახში. მან იმ დროისთვის კარგი განათლება მიიღო, შეისწავლა არაბული და ფაჰლაური ენები. მისი პოემა „შაჰნამე“ ორმოცდაათი წიგნისგან შედგება და ორმოცდაათამდე მეფის ცხოვრებას მოგვითხრობს. ფირდოუსიმ შაჰნამეს შექმნას ოცდაათი წელი მოანდომა.
ფირდოუსი გარდაიცვალა 1025 წელს, თუსში. ის იქვე, საკუთარ ბაღში დაკრძალე, რადგან ადგილობრივმა სასულიერო პირებმა, მისი ქალაქის სასაფლაოზე დაკრძალვის ნება არ მისცეს. ფირდოუსის საფლავზე მთელი ცხრა საუკუნის მანძილზე მოკრძალებული მემორიალური ნაგებობა იდგა. XX საუკუნის დასაწყისში, 1934 წელს, ირანის იმჟამინდელმა მთავრობამ ფირდოუსის პატივსაცემად გადაწყვიტა აეშენებინა მონუმენტური მავზოლეუმი. მავზოლეუმის კომპლექსის პროექტის ავტორია ჰოსეინ ლურზადე.  
კომპლექსი აშენებულია ტრადიციული სპარსული ბაღის სტილში. ბაღის ცენტრალურ ნაწილში არის ნაგებობა, რომლის უმეტესი ნაწილი თეთრი მარმარილოსგან არის შექმნილი. შედგება საძირკვლისა და მასზე აღმართული კუბური ნაგებობისგან, რომელიც ოთხივე მხრიდან შემკულია სვეტებით და ნასთალიყის კალიგრაფიული მანერით შესრულებული ნაწყვეტებით პოემიდან. აკლდამას თორმეტი საფეხური აქვს, რომელიც  ძირითად შესასვლელამდე ავყავართ.
აკლდამის შიდა კედლებს ამშვენებს კალიგრაფიული წარწერები და ბარელიეფები ეპიკური პოემიდან "შაჰამე". აკლდამის ინტერიერის ავტორია მოქანდაკე ფერეიდუნ სადეყი.
უშუალოდ ფირდოუსის საფლავის მარმარილოს ქვაზე ამოტვიფრულია წარწერები, რომელიც გვამცნობს პოეტის ღვაწლს სპარსულ ლიტერატურაში, ასევე მისი დაბადების და გარდაცვალების და მავზოლეუმის აშენების თარიღებს.

სახელი ფირდოუსის მავზოლეუმი
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: