სპარსული ბაღები
ირანის მთელს ტერიტორიაზე უამრავი კულტურის ძეგლია შემორჩენილი, რომელთაგან თითოეული გამორჩეულია ირანული არქიტექტურის, კულტურისა და ისტორიისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშნებით. ეს ძეგლები ქვეყნის მემკვიდრეობისა და მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების ნაწილია, რომლებიც ყოველწლიურად ბევრ მნახველს იზიდავს. ზოგიერთი ძეგლის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და ღირებულება იმდენად დიდია, რომ ის შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, რათა ამ ძეგლების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა ყველასათვის თვალსაჩინო გახდეს და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები მათ შესანარჩუნებლად. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ირანული ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღირსშესანიშნავი, „სპარსული ბაღებია“, ირანის სხვადასხვა ქალაქში გაშენებული ცხრა ბაღი, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე. სპარსული ბაღების ლანდშაფტური და არქიტექტურული დაპროექტება, აღფრთოვანებას იწვევს.
იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაში შესული სპარსული ბაღები:
1.ფასარგადის ბაღი მარვდაშთში, უძველესი სპარსული ბაღი (ფარსის პროვინცია); 2. ერამის ბაღი, ისტორიული ბაღი შირაზში (ფარსის პროვინცია); 3. შაჰზადის (უფლისწულის) ბაღი მაჰანში (ქერმანის პროვინცია); 4. ჩეჰელსოთუნის ბაღი ისპაჰანში (ისპაჰანის პროვინცია); 5. ფინის ბაღი ქაშანში (ისპაჰანის პროვინცია); 6. აბასაბადის ბაღი ჩრდილოეთ ირანში, ბეჰშაჰრის რაიონში (მაზანდარანის პროვინცია); 7. დოულათ-აბადის ბაღი იაზდში (იაზდის პროვინცია); 8. აქბარიეს ბაღი ბირჯანდში (სამხრეთ ხორასანის პროვინცია); 9. ფაჰლავანფურის ბაღი მეჰრიზში (იაზდის პროვინცია).
2011 წელს, სპარსული ბაღები მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი კულტურული ობიექტის ექვსივე კრიტერიუმის თანახმად, შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.
სახელი | სპარსული ბაღები |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: