ჰაფეზიე
XIV საუკუნის დიდი ირანელი პოეტის, ჰაფეზ შირაზელის საფლავი, საყოველთაოდ ცნობილი როგორც "ჰაფეზიე", წარმოადგენს მემორიალურ ნაგებობას, რომელიც შირაზის ჩრდილოეთ ნაწილში, სეზონური მდინარის ჩრდილოეთ ნაპირზე, მუსალის ბაღში მდებარეობს. პირველი მემორიალური ნაგებობა ჰაფეზის საფლავზე 1452 წელს აიგო, დღეს არსებული შენობები კი აშენდა 1935 წელს, დააპროექტა ფრანგმა არქიტექტორმა და არქეოლოგმა ანდრე გოდარმა. მავზოლეუმის ეზოში არის ულამაზესი ბაღი, ორანჟერეა და სწორკუთხა აუზები.
შამს ედ-დინ მოჰამედ ჰაფეზ შირაზელი დაიბადა1325 წელს ქალაქ შირაზში. მან აქვე მიიღო განათლება და ახალგაზრდობის წლებშივე გაითქვა სახელი როგორც ყურანის კარგმა მცოდნემ. სწორედ აქედან წარმოსდგება მისი ფსევდონიმიც (მუსლიმანურ აღმოსავლეთში მთელი ყურანის ზეპირად მცოდნენი ჰაფეზებად იწოდებოდნენ). ჰაფეზი დაკრძალულია მის მშობლიურ ქალაქ შირაზში, სადაც პოეტმა მთელი სიცოცხლე გაატარა.
ჰაფეზ შირაზელის შემოქმედება სპარსული კლასიკური ლირიკის უმაღლეს მწვერვალად არის აღიარებული. მისმა შემოქმედებეამ უაღრესად დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო სპარსული, არამედ მთელი მახლობელი აღმოსავლეთის ლირიკის განვითარებაზე.
სახელი | ჰაფეზიე |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: