წარმომადგენლობა
მარანჯაბის უდაბნო

მარანჯაბის უდაბნო

მარანჯაბის უდაბნო

მარანჯაბის უდაბნო ქვიშის დიუნებისა და ბორცვების შესანიშნავი პეიზაჟებით, პოპულარული ტურისტული ადგილია ისპაჰანის პროვინციის არანი და ბიდგოლის ოლქში. მარანჯაბის უდაბნოს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება არანის და ბიდგოლის მარილის ტბები, ჰოუზ-სულთანის და ჰოუზ-მარეს მარილის ტბები დასავლეთიდან, ბანდი რიგის უდაბნო და ქავირს ეროვნული პარკი აღმოსავლეთიდან.

მარანჯაბის შაჰ-აბასის ქარვასლა, ამ უდაბნოს ერთ-ერთი შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობაა. ქარვასლა აშენდა 1603 წელს, შაჰ აბას I-ის ბრძანებით მთავარ სავაჭრო არტერიაზე - აბრეშუმის გზაზე, ამ გზით მოსარგებლე მგზავრებისა და ვაჭრების დასვენების თუ ღამის გათევის მიზნით. ქარვასლას კვადრატის ფორმა აქვს, სამი ათას ხუთასი კვადრატული მეტრის ფართობზეა აგებული და ოცდაცხრა ოთახი აქვს.

მარანჯაბში მოგზაურობისას შაჰ-აბასის ქარვასლა მხოლოდ ერთ-ერთი ადგილია, რომლის მონახულებაც შესაძლებელია. არ უნდა დავივიწყოთ რეგიონის დანარჩენი ისტორიულ-კულტურული ძეგლები. ერთ-ერთი მათგანია დასთქანდის ჭა. სუფთა, სასმელი წყლის ეს ჭა, ქარვასლიდან აღმოსავლეთით ხუთ კილომეტრში მდებარეობს. ჭის წყალი, ქვიშის ფენებში გაფილტვრის შემდეგ, მუდმივად სუთა და სასმელად ვარგისი იყო.

მარანჯაბის ბუნებრივი ატრაქციები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ისტორიული ღირსშესანიშნაობები. ერთ-ერთი მათგანია მარილის ტბა. ეს ტბა ასევე ცნობილია სახელებით მასილეს ტბა და არან და ბიდგოლის მარილის ტბა. ამ ტბაში ჩაედინება მდინარე რუდ შურის და სხვა მდინარეების წყლები. მარილის ტბა შაჰ-აბასის ქარვასლიდან ცხრა კილომეტრში მდებარეობს.  წელიწადის უმეტეს დროს ის მარილით არის დაფარული და დამშრალია. წვიმების შემდეგ, როდესაც წყალი აორთქლდება, ზედაპირზე წარმოიქმნება სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მარილის კრისტალები.

მარანჯაბის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ჯაზირე-იე სარგარდან (სარგარდანის კუნძული), რომელიც ასევე ტბასთან ახლოს მდებარეობს. ეს კუნძული დაცურავს არა წყალში, არამედ მარილის ზღვაში.  ეს მოვლენა განსაკუთრებით წვიმების შემდეგ არის შესამჩნევი. სინამდვილეში კი, წვიმის წყლის მოძრაობა კუნძულის მოძრაობის ილუზიას ქმნის.

მარანჯაბის უდაბნოში მოგზაურობა, შესანიშნავი შესაძლებლობაა გადაიღოთ უდაბნოს თვალწარმტაცი პეიზაჟების სურათები, განსაკუთრებით მზის ჩასვლის დროს. ქვიშაზე ჩასული მზის ფერები მომაჯადოებელია.

სახელი მარანჯაბის უდაბნო
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: