საფიაბადის სასახლე მდებარეობს ქალაქ ბეჰშჰარში, მაზანდარანის პროვინციაში. სასახლე აშენდა შაჰ აბასის ბრძანებით (1571-1629 წ.წ.). შაჰ სეფის მმართველობისას ის საგრძნობლად გაფართოვდა.
საფიაბადის სასახლე, მდებარეობს შემაღლებულ ბორცვზე, ულამაზესი ბაღის შუაგულში; სასახლე კვადრატული ფორმის, ორსართულიანი ნაგებობაა. შესასვლელი ჩრდილოეთ მხარესაა და მიწის ზედაპირიდან ამაღლებულია ხუთი საფეხურით. პირველ სართულზე რამდენიმე ოთახია, რომლებშიც შესვლა დერეფნით ან ვერანდის მხრიდან არის შესაძლებელი. მეორე სართულზე ასევე დერეფნები და ლამაზი ოთახებია განლაგებული. სასახლის შიდა კედლების მოხატულობიდან დღეს ცოტა რამ შემორჩა.