რამდენიმე აუცილებლად სანახავი ადგილი შირაზში
მიმზიდველი ბუნებისა და თვალწარმტაცი ისტორიული ძეგლების წყალობით, შირაზი ირანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა. ნახევარდღიანი გასეირნება შირაზში და აუცილებლად სანახავი ადგილების დათვალიერება, დაუვიწყარი გამოცდილებაა ვიზიტორებისთვის.
გასეირნება შირაზში
შირაზში ნახევარდღიანი გასეირნებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ზენდის უბანი, რომლის მშენებლობა XVIII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, როდესაც შირაზი ირანის დედაქალაქი იყო და ამ ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული ძეგლი აშენდა.
ქერიმ-ხანის ციტადელი, შირაზის ნახევარდღიანი ტურის საწყისი წერტილი
ირანში არც თუ ისე ბევრი ქალაქია, სადაც ქერიმ-ხანის ციტადელის მსგავსი ნაგებობა მოიძებნება ქალაქის შუაგულში. მართკუთხა ფორმის ციტადელი აგურით არის ნაგები, ოთხივე კუთხეში საგუშაგო კოშკებია; მდებარეობს შირაზის შოჰადას მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
ეს ციტადელი ქერიმ-ხან ზენდის საცხოვრებელი სასახლეს წარმოადგენდა და მორთული იყო ულამაზესი მხატვრობით ირანული მითოლოგიის მოტივებზე. ციტადელის შიდა ეზოში გაშენებულია ულამაზესი ფორთოხლის ხეები; ნაგებობის ერთ ნაწილში ისტორიული აბანოა, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს.
ნაზარის ბაღი და ფარსის მუზეუმი
ქერიმ-ხანის ციტადელის გასწვრივ, საფეხმავლო ბილიკია მოწყობილი რომლის მეშვეობითაც ნაზარის ბაღში მოხვედრაა შესაძლებელი, რომელიც ქერიმ-ხანის ციტადელის მოპირდაპირედ, გზის გადაღმა მდებარეობს. ნაზარის ბარში შეგიძლიათ ეწვიოთ ირანის ერთ-ერთ ულამაზეს მუზეუმს - ფარსის მუზეუმს. ფარსის მუზეუმში წარმოდგენილია ექსპონატები უძველესი დროიდან თანამედროვე დრომდე; რამდენადაც სასიამოვნო არ უნდა იყოს ფარსის მუზეუმის დათვალიერება, ყურადღება მიაქციეთ დროს, რადგან კიდევ სხვა საინტერესო ადგილები გაქვთ მოსანახულებელი!
ვაქილის მეჩეთი
ნაზარის ბაღიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი, შედარებით განიერ ქუჩაზე მოხვდებით და ქალაქის მთავარი ბაზრის მთავარ შესასვლელთან არ მისული, ვაქილის მეჩეთის შესასვლელთან მოხვდებით, რომლის ერთობ მიმზიდველი არქიტექტურა აქვს.
ვაქილის მეჩეთის ულამაზესი თაღებიანი დარბაზი
ვაქილის მეჩეთის შაბესთანი (სამლოცველო დარბაზი), ულამაზესი სვეტებითა და კიდევ უფრო ლამაზი თაღებით, შირაზის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
ვაქილის აბანო
ვაქილის მეჩეთის დასავლეთით, ვაქილის აბანო მდებარეობს, რომელიც ზენდების ეპოქის არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ირანში აბანო უფრო მეტი იყო ვიდრე ჰიგიენის ადგილი, ის დასვენების, განტვირთვის და თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. ვაქილის აბანო დღეს მუზეუმის სახით ფუნქციონირებს; აბანოში მოწყობილია ცვილის ფიგურების ექსპოზიცია.
ვაქილის ბაზარი
შირაზის ნახევარდღიანი ტური ვაქილის ბაზარში, ტრადიციულ აღმოსავლურ ბაზარში სრულდება, რომელიც ყველა ტურისტისთვის აუცილებლად სანახავი ადგილია შირაზში. ვაქილის ბაზარში მისასვლელად უნდა დაბრუნდეთ მთავარ ქუჩაზე, იმავე ფართო ქუჩაზე, რომელიც ფარსის მუზეუმამდე მიდის.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ვაქილის ბაზრის ინსპირაცია ირანის უძველესი ბაზარი, ლარის ყეისარიეს ბაზარია. ძველ მაღაზიებსა და სავაჭრო რიგებს შორის სეირნობა, დაუვიწყარი გამოცდილება და წარუშლელი შთაბეჭდილებაა ვიზიტორთათვის. ბაზრის არქიტექტურით ტკბობის გარდა, ვაქილის ბაზარში სასურველი სუვენირების შეძენაც შეიძლება.
ნახევარდღიანი ტურის დასრულება ტრადიციული სადილით
ბაზრის მონახულების შემდეგ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბაზრის ირგვლივ არსებულ ერთ-ერთ ტრადიციულ რესტორანს, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ტრადიციული ირანული სამზარეულოს კერძები! აქ შეხვდებით როგორც ტრადიციულ ირანული რესტორნებს, ასევე სწრაფი კვების ობიექტებსაც. გასათვალისწინებელია, რომ გემოს მრავალფეროვნების, ჯანსაღი და ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენების წყალობით, ირანულ სამზარეულოს შეუძლია დააკმაყოფილოს ყველანაირი გემოვნება.
შირაზის რესტორნების მიმზიდველი ატმოსფერო, ნაციონალური სამზარეულო და რეგიონული კერძების სახასიათო გემოები, საინტერესო მეგზურობას გაგიწევენ ირანული გასტრონომიის სამყაროში.
სახელი | რამდენიმე აუცილებლად სანახავი ადგილი შირაზში |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: