წარმომადგენლობა
ჩეჰელსოთუნის სასახლე, ისპაჰანი

ჩეჰელსოთუნის სასახლე, ისპაჰანი

ჩეჰელსოთუნის სასახლე, ისპაჰანი



ჩეჰელსთუნის, ანუ ორმოც სვეტიანი სასახლე, აგებულია შაჰ აბას II -ის მმართველობის პერიოდში, 1647 წ., ქალაქ ისპაჰანის ისტორიულ ნაწილში. რეალურად სასახლეს ოცი სვეტი აქვს, რომლებიც სასახლის წინ დიდ მართკუთხა აუზში აირეკლებიან და ორმოცი სვეტის ილუზიას ქმნიან.

სასახლის ელეგანტურ მთავარ ფასადს წარმოადგენს გალერეა, რომლის სახურავი უჭირავს 20, თხელ, რვაწახნაგოვან ხის სვეტს. სვეტების სიმაღლე 13 მეტრია და მთლიანი კედრის ხისგანაა გამოთლილი. ოთხი ცენტრალური სვეტი ლომის ფორმის ქვის ბაზებზეა დამაგრებული. 1707 წლის ხანძრის შემდეგ, სვეტები შეიმკო სარკის მოზაიკით.

სასახლის დარბაზები მდიდრულადაა გაფორმებული ფრესკებით, რომლებიც ასახავენ მნიშვნელოვან მოვლენებს სეფიანთა დინასტიის ზოგიერთ მმართველთა ცხოვრებიდან. კედლის მხატვრობაში შეინიშნება ევროპული და ინდური მხატვრობის გავლენა.

სასახლის ცენტრალური ნაწილი უკავია აბას II ცერემონიალურ დარბაზს. მისი კედლები და ჭერი უხვადაა გაფორმებულია სტუკოთი, მოხატულია ლურჯი, ალისფერი, ზურმუხტისფერი მწვანე და ოქროს ტონებით. სასახლის ინტერიერის გასაფორმებლად, რამდენიმე კილოგრამი ოქრო იყო გამოყენებული.

სახელი ჩეჰელსოთუნის სასახლე, ისპაჰანი
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: