წარმომადგენლობა
ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

მდიდარი კულტურული ისტორიის და წარსული მქონე ქალაქი ისპაჰანი, ირანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო, კულტურულ და ისტორიულ ცენტრად მიიჩნევა. ისპაჰანში ფუნქციონირებს მრავალი აკადემიური ცენტრი, მათ შორის ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა.

 

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისტორია

1970 წელს შემუშავდა ისპაჰანში შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსის შექმნის გეგმა. ამ კამპუსის ასაშენებლად გათვალისწინებული იყო 1600 ჰექტარი მიწის ფართობი. დიდმა ფართობმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საშუალება მისცა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეში დაეგეგმა სხვადასხვა კვლევითი და ტექნოლოგიური ცენტრები. უნივერსიტეტისათვის მიწის გამოყოფის და დამტკიცების პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდა და საბოლოოდ, 1974 წელს, სამშენებლო საქმიანობა დაიწყო.

1977 წელს დაიწყო ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობა. ამასთან, შემუშავდა უნივერსიტეტის განვითარების გეგმაც, რაც დამატებით 2300 ჰექტარ ფართობის შემომატებას გულისხმობდა. ამრიგად, ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ირანის უდიდეს უნივერსიტეტად იქცა.

 

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა

ამჟამად, ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 15 ფაკულტეტზე 201 სპეციალობა ისწავლება; ხორციელდება 27 საბაკალავრო, 106 სამაგისტრო და 68 სადოქტორო პროგრამა.

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან ერთ-ერთი, საინჟინრო-ტექნიკური  ფაკულტეტი, მდებარეობს ქალაქ გოლფაიეგანში (ისპაჰანის პროვინცია), უნივერსიტეტის ცენტრალური კამპუსის გარეთ. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს 5 აკადემიური პროგრამა: მანქანათმშენებლობა, სამრეწველო ინჟინერია, მასალათმცოდნეობა, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია და საბაზისო მეცნიერებები.

ისპაჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შვიდი კვლევითი ინსტიტუტი:

  • ფოლადის კვლევითი ინსტიტუტი
  • ავიონიკის კვლევითი ინსტიტუტი
  • წყლების და ჩამდინარე წყლების კვლევითი ინსტიტუტი
  • წყალქვეშა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტი
  • ნანო ტექნოლოგია და მოწინავე მასალების კვლევითი ინსტიტუტი
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტი
  • ბიოტექნოლოგიების და ბიოინჟინერიის კვლევითი ინსტიტუტი

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სიახლოვეს ისპაჰანის სამეცნიერო და კვლევითი კომპლექსი მდებარეობა, ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. თავისი სერვისების მიწოდებით, სამეცნიერო და კვლევითმა კომპლექსმა წარმატებას მიაღწია ცოდნაზე დაფუძნებული პროდუქციის განვითარების, წარმოებისა და ექსპორტის და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებში. კამპუსში არის ადგილები ახლად დაარსებული და კომერციული კვლევითი ერთეულების დასაფუძნებლად, ასევე არის სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ინდუსტრიებთან დაკავშირებული კვლევითი ცენტრები. აქვე გათვალისწინებულია საცხოვრებელი კომპლექსი მკვლევრების და სპეციალისტებისთვის.

უნივერსიტეტი გამოსცემს 10 სპეციალიზებული პუბლიკაციას სპარსულ და სამ პუბლიკაციას ინგლისურენებზე. უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს ხუთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრი:

  • ქიმიური სენსორები და მწვანე ქიმია: ამ ცენტრის მთავარი მისიაა გაზის, ქიმიური და კომბინირებული სენსორების შექმნა, რომლებიც ხსნიან გამხსნელებს ქიმიური რეაქციებიდან. ქიმიური სენსორების და მწვანე ქიმიის სამეცნიერო ცენტრი ისპაჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 2000 წლიდან ფუნქციონირებს.
  • ბიოტექნოლოგიები: ისპაჰანის პროვინცია ირანში მებაღეობის პროდუქციის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება. ეს ცენტრი 2002 წელს დაარსდა; მისი მთავარი მიზანია პროვინციის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა.
  • ტექნოლოგია ფოლადის მრეწველობაში: ისპაჰანში ფოლადის წარმოების დიდმა მასშტაბმა განაპირობა ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე ამ სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც მოწოდებულია მოიძიოს და შეიმუშაოს ახალი ტექნოლოგიები ფოლადის წარმოებაში.
  • ბუნებრივი კრიზისები და რისკების მართვა: ირანი ბუნებრივი საფრთხეებისადმი მიდრეკილი ქვეყანაა. ამიტომ, 2018 წლიდან, ისპაჰანის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა დააარსა რისკებისა და ბუნებრივი კრიზისების მართვის სამეცნიერო ცენტრი, რათა გამოიკვლიოს შესაბამისი ტექნოლოგიები ამ კრიზისებისგან ზიანის თავიდან ასაცილებლად.
  • ბიოტექნოლოგია და ბიოინჟინერია: დაარსდა 2008 წელს.  ცენტრი მიზნად ისახავს უზრუნველყოს აუცილებელი შესაძლებლობები ბიოპროდუქტების წარმოების პროცესების შესაქმნელად და განსავითარებლად.

 

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული აკადემიური ცენტრია ირანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებს შორის, რაც მსოფლიო რეიტინგებშიც აისახება. 2023 წელს შანხაიში გამოქვეყნებულ უნივერსიტეტების რანჟირების მიხედვით, ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იკავებს 401-500 ადგილს ბიოტექნოლოგიის, სოფლის მეურნეობის და ფიზიკის, 301-400 ადგილზეა ქიმიური ინჟინერიისა და მანქანათმშენებლობის და 76-100 ადგილზეა ხელსაწყოთმშენებლობის დარგებში (პირველი ირანის რეიტინგში); „სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგიები“ და „ენერგეტიკული მეცნიერება და ინჟინერია“ 201-300, სამთო ინჟინერიის დარგში 51-75 და მეტალურგიული ინჟინერიის დარგში 151-200.

მსოფლიოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გაზრდის და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით, ისპაჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შეიქმნა „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ცენტრი", რომელიც 1990 წელიდან ფუნქციონირებს. ამ ცენტრის მთავარი მიზანია უნივერსიტეტის საერთაშორისო დონეზე წარდგენა და სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება.

 

სახელი ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი151
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა10400
კონტაქტები03133912210
ვებგვერდიhttps://english.iut.ac.ir/
ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

მდიდარი კულტურული ისტორიის და წარსულის მქონე ქალაქი ისპაჰანი, ირანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო, კულტურულ და ისტორიულ ცენტრად არის აღიარებული. ისპაჰანში ფუნქციონირებს მრავალი აკადემიური ცენტრი, მათ შორის ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის უნიკალური შესაძლებლობებით და სიდიდით გამოირჩევა.

 

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისტორია

1970 წელს შემუშავდა ისპაჰანში შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსის შექმნის გეგმა. ამ კამპუსის ასაშენებლად გამოიყო 1600 ჰექტარი მიწის ფართობი. დიდმა ფართობმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საშუალება მისცა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეში დაეგეგმა სხვადასხვა კვლევითი და ტექნოლოგიური ცენტრები. უნივერსიტეტისათვის მიწის გამოყოფის და დამტკიცების პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდა და საბოლოოდ, 1974 წელს, სამშენებლო საქმიანობა დაიწყო.

1977 წელს დაიწყო ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობა. ამასთან, შემუშავდა უნივერსიტეტის განვითარების გეგმაც, რაც დამატებით 2300 ჰექტარ ფართობის შემომატებას გულისხმობდა. ამრიგად, ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ირანის უდიდეს უნივერსიტეტად იქცა.

 

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა

ამჟამად, ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 15 ფაკულტეტზე 201 სპეციალობა ისწავლება; ხორციელდება 27 საბაკალავრო, 106 სამაგისტრო და 68 სადოქტორო პროგრამა.

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან ერთ-ერთი, საინჟინრო-ტექნიკური  ფაკულტეტი, მდებარეობს ქალაქ გოლფაიეგანში (ისპაჰანის პროვინცია), უნივერსიტეტის ცენტრალური კამპუსის გარეთ. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს 5 აკადემიური პროგრამა: მანქანათმშენებლობა, სამრეწველო ინჟინერია, მასალათმცოდნეობა, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია და საბაზისო მეცნიერებები.

ისპაჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს შვიდი კვლევითი ინსტიტუტი:

  • ფოლადის კვლევითი ინსტიტუტი
  • ავიონიკის კვლევითი ინსტიტუტი
  • წყლების და ჩამდინარე წყლების კვლევითი ინსტიტუტი
  • წყალქვეშა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტი
  • ნანო ტექნოლოგია და მოწინავე მასალების კვლევითი ინსტიტუტი
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტი
  • ბიოტექნოლოგიების და ბიოინჟინერიის კვლევითი ინსტიტუტი

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სიახლოვეს ისპაჰანის სამეცნიერო და კვლევითი კომპლექსი მდებარეობს, რაც ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. სამეცნიერო და კვლევითმა კომპლექსმა წარმატებას მიაღწია ცოდნაზე დაფუძნებული პროდუქციის განვითარების, წარმოებისა და ექსპორტის და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებში. აქ განთავსებულია ახლად დაარსებული კომერციული კვლევითი ცენტრები, რომლებიც დაკავშირებული არიან სხვადასვხა ორგანიზაციებთან და ინდუსტრიებთან. აქვე გათვალისწინებულია საცხოვრებელი კომპლექსი მკვლევრების და სპეციალისტებისთვის.

უნივერსიტეტი გამოსცემს 10 სპეციალიზებული ჟურნალს სპარსულ ენაზე და სამ ჟურნალს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს ხუთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრი:

  • ქიმიური სენსორები და მწვანე ქიმია: ამ ცენტრის მთავარი მისიაა გაზის, ქიმიური და კომბინირებული სენსორების შექმნა, რომლებიც ხსნიან გამხსნელებს ქიმიური რეაქციებიდან. ქიმიური სენსორების და მწვანე ქიმიის სამეცნიერო ცენტრი ისპაჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 2000 წლიდან ფუნქციონირებს.
  • ბიოტექნოლოგიები: ისპაჰანის პროვინცია ირანში მებაღეობის პროდუქციის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება. ეს ცენტრი 2002 წელს დაარსდა; მისი მთავარი მიზანია პროვინციის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა.
  • ტექნოლოგია ფოლადის მრეწველობაში: ისპაჰანში ფოლადის წარმოების დიდმა მასშტაბმა განაპირობა ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე ამ სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც მოწოდებულია მოიძიოს და შეიმუშაოს ახალი ტექნოლოგიები ფოლადის წარმოებაში.
  • ბუნებრივი კრიზისები და რისკების მართვა: ირანი ბუნებრივი საფრთხეებისადმი მიდრეკილი ქვეყანაა. ამიტომ, 2018 წლიდან, ისპაჰანის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა დააარსა რისკებისა და ბუნებრივი კრიზისების მართვის სამეცნიერო ცენტრი, რათა გამოიკვლიოს შესაბამისი ტექნოლოგიები ამ კრიზისებისგან ზიანის თავიდან ასაცილებლად.
  • ბიოტექნოლოგია და ბიოინჟინერია: დაარსდა 2008 წელს.  ცენტრი მიზნად ისახავს უზრუნველყოს აუცილებელი შესაძლებლობები ბიოპროდუქტების წარმოების პროცესების შესაქმნელად და განსავითარებლად.

 

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე

ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ეს ფაქტი ამ უნივერსიტეტის გლობალურ რეიტინგშიც ნათლად ჩანს. 2023 წელს გამოქვეყნებულ შანხაის რეიტინგში, ამ უნივერსიტეტმა 401-500 პოზიცია დაიკავა ბიოტექნოლოგიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ფიზიკის სფეროებში, 301-400 ქიმიური ინჟინერიისა და მანქანათმშენებლობის სფეროებში და 76-100 ხელსაწყოთმშენებლობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.  აგრეთვე 201-300 პოზიცია ეკავა კვების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების და ენერგეტიკის მეცნიერებისა და ინჟინერიის სფეროებში, 51-75-მდე სამთო ინჟინერიის და 151-200 მეტალურგიული ინჟინერიის დარგში.

მსოფლიოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გაზრდის და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით, ისპაჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შეიქმნა „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ცენტრი", რომელიც 1990 წელიდან ფუნქციონირებს. ამ ცენტრის მთავარი მიზანია უნივერსიტეტის საერთაშორისო დონეზე პოზიციონირება და სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება.

სახელი ისპაჰანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი151
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა10400
კონტაქტები03133912210
ვებგვერდიhttps://english.iut.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: