წარმომადგენლობა
ომარ ხაიამის მავზოლეუმი

ომარ ხაიამის მავზოლეუმი

ომარ ხაიამის მავზოლეუმი

გენიალური სპარსელი პოეტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი ომარ ხაიამი გარდაიცვალა 1131 წლის 4 დეკემბერს. ის დაკრძალულია ქალაქ მეშეჰდიდან 120 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ნიშაბურში. ხაიამის ბოლო განსასვენებლის შესახებ ადრეული ცნობები მოწოდებულია XII საუკუნის გამოჩენილი სპარსელი პოეტის და ლიტერატორის ნიზამი არუზი სამარყანდელის მიერ, რომელიც ომარ ხაიამის მოწაფე და მისი დიდი თაყვანისმცემელი იყო. ნიზამი არუზი ხაიამის საფლავს 1135-36 წლებში ეწვია. საფლავმა არუზიზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და მან დაუვიწყარი სიტყვები დაწერა: „ომარ ხაიამს ბუხარაში ყოფნის დროს უთქვამს, ჩემი სამარე იქ უნდა იყოს, სადაც ხეები ყოველ წელიწადს ყვავილებს და ფოთლებს გულზე დამაყრიანო. მე ვინახულე ხაიამის სამარე ნიშაბურში და გავოგნდი, იგი მართლაც ფოთლებით, ყვავილებითა და ბალახებით იყო დაფარული. მაშინ მომაგონდა ხაიამის სიტყვები და ავტირდი“.
მავზოლეუმი დღევანდელი სახით, თანამედროვე ირანული არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალითია, სადაც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური სტილი. მშენებლობა 1962 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტის ავტორია ჰუშანგ სეიჰუნი, ცნობილი ირანელი არქიტექტორი, მხატვარი და მოქანდაკე.

სახელი ომარ ხაიამის მავზოლეუმი
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: