ირანის ისლამური რესპუბლიკის წლის წიგნის პრემია
ეს პრემია ისლამური საზოგადოების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით 1983 წლიდან გაიცემა. პრემიის მიზანია კულტურული იდენტობისა და დამოუკიდებლობის დაცვა, ავტორების, მთარგმნელების, რედაქტორების მხარდაჭერა და წახალისება.
გამარჯვებულთა შერჩევაზე კულტურისა და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროა პასუხისმგებელი. იგი ყოველწლიურად ქვეყანაში ყველა გამომცემელს, ავტორს, მთარგმნელსა და რედაქტორს სთხოვს, "წლის წიგნის კანცელარიას" წინა წელს პირველად გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი წარუდგინონ. ეს წიგნები სხვადასხვა დარგში და სამ კატეგორიაში ფასდება - საავტორო, თარგმანი და რედაქტირება. წიგნები სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდება, მათ შორის: 1. ქვეყნის სამეცნიერო და კულტურულ დონეზე დაწინაურება; 2. სპარსული ენის მაღალ დონეზე ფლობა და გრამატიკის წესების დაცვა; 3. წიგნის გარეგნული მხარე და ბეჭდვის ხარისხი.
კულტურული ურთიერთობების და ცენტრების გენერალური განყოფილების რეკომენდაციით, კულტურის მდივნის წარდგინებითა და ისლამური ხელმძღვანელობისა და კულტურის მინისტრის დამტკიცებით, ჟიურის წევრებად უნივერსიტეტის პროფესორებს და კულტურისა და მეცნიერების დარგების ექსპერტებს იწვევენ. ყოველი წლის 1-11 თებერვალს გამარჯვებულებს პრეზიდენტი მადლობის სიგელითა და "თავისუფლების გაზაფხულის" მონეტებით (ირანის ისლამური რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ მოჭრილი ოქროს მონეტა) აჯილდოებს. ზოგჯერ, ჟიურის შეხედულებისამებრ, ზოგიერთ ნაწარმოებს "ღირსეულ“ ან "სანაქებო" წიგნად ცნობენ.
ირანის ისლამური რესპუბლიკის წლის წიგნის დაჯილდოება პირველად 1983 წლის თებერვალში გაიმართა და, მომდევნო წლებისგან განსხვავებით, 1979 წლის 11 თებერვლიდან 1982 წლის ბოლომდე გამოცემულ წიგნებს მოიცავდა.
1993 წლიდან კულტურისა და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტრო კიდევ ერთ პრემიას გასცემს, სახელწოდებით "ირანის ისლამური რესპუბლიკის წლის წიგნის საერთაშორისო პრემია", რომელიც წლის წიგნის დაჯილდოების ღონისძიების პარალელურად იმართება. წლის წიგნის საერთაშორისო პრემიის ფარგლებშიც გამარჯვებულები პრეზიდენტის მადლობის სიგელითა და ფულადი პრემიით ჯილდოვდებიან. ეს პრემია მსოფლიოში ისლამმცოდნეობისა და ირანისტიკის დარგებში დაწერილი ნაშრომების ცნობადობის ამაღლებას, პოპულარიზაციას და მათი ავტორებისთვის პატივის მიგებას ემსახურება და ირანს გარეთ გასული წლის განმავლობაში პირველად გამოცემულ წიგნებს (ნებისმიერ ენაზე) მოიცავს.
2000 წელს, კულტურისა და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროს ინიციატივით, საფუძველი კიდევ ერთ პროექტს ჩაეყარა, - სახელად "უცხოურ ენებზე დაწერილი და თარგმნილი რჩეული ნაწარმოებების გაცნობა". პროექტის ფარგლებში უცხოური თარგმანების ან ორიგინალური ნაწარმოებების რჩეულ ავტორებს მადლობის სიგელები გადაეცემათ.
ვებ-საიტი:
http://ketabsal.ir/
სახელი | ირანის ისლამური რესპუბლიკის წლის წიგნის პრემია |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: