წარმომადგენლობა
თაზჰიბი (ხელნაწერების მოვარაყება)

თაზჰიბი (ხელნაწერების მოვარაყება)

თაზჰიბი (ხელნაწერების მოვარაყება)

თაზჰიბი (ხელნაწერების მოვარაყება)

 

თაზჰიბი მოოქროვებას ან მოვერცხვლას ნიშნავს. ეს ლამაზი და იშვიათი ხელოვნება ხელნაწერების, პოეტური კრებულების, ისტორიული და რელიგიური წიგნების გასაფორმებლად და შესამკობად გამოიყენება.

ხელნაწერების მოვარაყების ხელოვნება ისლამური და ირანული დეკორატიული ხელოვნების ნიმუშია. ამ ხელოვნებას რამდენიმე ასეული წლის ისტორია აქვს. თაზჰიბი, შეგვიძლია, წიგნის გვერდების ფერადი ილუსტრაციებით, ხატაური ხაზებით და არაბესკით ოქროსფრად გაფორმებას ვუწოდოთ. პრაქტიკულად, თაზჰიბი ხელნაწერების შემკობაა ერთმანეთში გადაწნული ფერებით, ოქროთი, გეომეტრიული ორნამენტებითა და ყვავილების თუ მცენარეებით ნატიფი ილუსტრაციებით.

თაზჰიბის ოსტატი  სხვადასხვა ჭკვიანურ სიმბოლოს იყენებს, რათა  მაყურებელს მატერიალური და სულიერი, გარეგნული და შინაგანი მხარეები სიმბოლოების საშუალებით აჩვენოს. ამ წმინდა ხელოვნებაში ვერტიკალური ხაზები მატერიალური ცხოვრების და სამყაროს ბუნებრივი ხასიათის  სიმბოლოა, ხოლო მრუდი ხაზები სულიერებას და სამყაროს მეტაფიზიკურ ასპექტს გამოხატავენ. მართკუთხა ფორმის ცხრილები და ჩარჩოები - მატერიალური განზომილების, მრუდი ცხრილები კი სულიერი განზომილების სიმბოლოა. წრიული ფორმის დახურული მრუდი  მონოთეიზმის პრინციპს განასახიერებს, წრის ხაზი კი ღმერთის ერთადერთობის ნიშანია.

თაზჰიბის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები თემურიანთა და სეფიანთა დროის წიგნებში გვხვდება. თაზჰიბს, ისევე როგორც ფერწერას,  სპეციალური სკოლები  აქვს. მათ შორის უფრო ცნობილია სელჩუკების, თემურიანების, სეფიანების და ყაჯარების სკოლა. ზოგადად, ხელოვნების ამ სახეობის გამოყენება შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ისე მინიატურებთან, ჩიტებთან, კალიგრაფიულ ხაზებთან ერთად. ასევე, ეს ხელოვნება დამოუკიდებლად არის წარმოდგენილი  სხვადასხვა ხელნაკეთობაში, როგორიცაა ქაშიქარი (მოჭიქული ფილების დამზადება), ყალამზანი (ჭედურობა), მონაბათქარი  (ხეზე კვეთა) და სხვა.

სახელი თაზჰიბი (ხელნაწერების მოვარაყება)
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: