წარმომადგენლობა
მარიონეტების თეატრი

მარიონეტების თეატრი

მარიონეტების თეატრი

მარიონეტების თეატრი

 

თოჯინების წარმოდგენა ირანული ხალხური შემოქმედების ტრადიციული წარმოდგენების ნაწილია, სადაც თოჯინები, ადამიანების თუ ცხოველების გამომსახველი ფიგურები მოძრაობენ და საუბრობენ.

მარიონეტების თეატრი, როგორც მისი სპარსული სახელწოდებიდან ჩანს (خيمه ‌شب‌بازي  „ხიმე შაბბაზი“ - ღამის თამაში კარავში), იყო წარმოდგენა, რომელიც ღამით კარავში იმართებოდა. ამიტომ სპარსულ კულტურაში და ლიტერატურაში ეს წარმოდგენა „შაბბაზი-ს“ (ღამის თამაში), ხოლო ადამიანი, რომელიც თოჯინებს ამოძრავებს „შაბბაზ-ის“ (ღამის მოთამაშე)  სახელით დამკვიდრდა. ირანის ზოგიერთ ადგილას, მაგალითად ბირჯანდში, საღამოს წარმოდგენების აღსანიშნავად დღესაც ტერმინ „შაბბაზის“ იყენებენ.

მარიონეტების თეატრის წარმომავლობა უცნობია. თუმცა აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანას, განსაკუთრებით ინდოეთს, ჩინეთსა და ირანს, ამ ქვეყნებში წარმოდგენის ხანგრძლივი ისტორიის გამო, მარიონეტების თეატრის სამშობლოდ მიიჩნევენ.

ირანში ეს წარმოდგენა  პრეისლამური, სავარაუდოდ, სასანური პერიოდიდან იღებს სათავეს.  ძველ ირაში ამ წარმოდგენის გავრცელების დასამოწმებლად ხშირად პოეტების  - ხაიამის, ნიზამის, ათარის და ჰაყანის ლექსები მოჰყავთ, სადაც მარიონეტების თეატრი მოხსენიებულია სახელწოდებებით "ლო'ბათბაზი" (لعبت‌بازي - თოჯინებით თამაში) და "ბაზიშაბ-ი" (بازي‌شب - ღამის თამაში).

ზოგიერთი მკვლევრის აზრით,  შემსულებლების დიდი ჯგუფი  თოჯინების წელზე, ხელ-ფეხზე და თავზე გამომბულ ძაფებს ზემოდან ამოძრავებდნენ. სხვა ვერსიის მიხედვით, ოსტატი ფარდის მიღმა იჯდა, ხელის თითებს  თოჯინის ტომრის მსგავსი პერანგის სახელოებსა და სათავეში შეჰყოფდა და თოჯინას ამგვარად ამოძრავებდა.

მარიონეტების თეატრის სიუჟეტები ზეპირი თქმულებებიდან, ხალხური ზღაპრებიდან და საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებიდან იყო აღებული.  სიუჟეტში  საზოგადოების თითოეული ფენის და კლასის  წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლებიც ამა თუ იმ კლასისთვის და ფენისთვის დამახასიათებელ ქცევას და მორალურ თავისებურებებს მწარე, ირონიული ენით გამოხატავდნენ.

სახელი მარიონეტების თეატრი
ქვეყანა ირანი
ტიპიეროვნება

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: