რელიგიური რიტუალი „ყალიშუაიან“
რელიგიური რიტუალი „ყალიშუაიან“
ყალიშუიან (სიტყვასიტყვით ხალიჩის მრეცხავები), შიიტი მუსლიმების რელიგიური რიტუალი, რომელიც მეხუთე შიიტი იმამის მუჰამად ალ ბაკირის ვაჟის, სოლთანალი ბენ მუჰამად ალ ბაკირის მოწამეობრივი სიკვდილის დღესთან დაკავშირებით იმართება. ყალიშუაიანის რიტუალი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რელიგიური დღეა. იგი ყოველწლიურად იმართება სოფელ მაშჰადე არდეჰალში, ქალაქ ქაშანთან ახლოს, მზის კალენდრი მიხედვით მეჰრის თვის მეორე პარასკევს და ცნობილია სახელით „ხალიჩის პარასკევი“.
ამ რიტუალის ისტორია დაახლოებით 12 საუკუნის წინ იღებს სათავეს, როდესაც სოლთანალი მედინიდან მეშჰედ არდეჰალში ჩამოვიდა, სადაც ის მტრების ხელით დაიღუპა. სოლთანალის მიმდევრებმა მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეიტყვეს. ისინი ჩავიდნენ სოფელში, სოლთანალის ცხედარი ხალიჩაში გახვიეს, წყაროზე გარეცხეს და დაკრძალეს.
რიტუალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ჩვეულებრივ მეჰრის თვის პირველ პარასკევს, ტარდება პარასკევის მოწოდება, იგივე ჯუმა ჯარი. ამ დღეს ორგანიზატორები აცხადებენ "წმინდა ხალიჩის რეცხვის" დღეს. როგორც წესი, ის ტარდება მეჰრის თვის მეორე პარასკევს, მაგრამ თუ ეს დღე დაემთხვა რომელიმე დღესასწაულს, რიტუალია გადაიდება ერთი კვირით.
ყალიშუიანის რიტუალი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლთა სიაში.
სახელი | რელიგიური რიტუალი „ყალიშუაიან“ |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | 2 |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: