წარმომადგენლობა
წეს-ჩვეულებები / ნოურუზის სუფრა

წეს-ჩვეულებები / ნოურუზის სუფრა

წეს-ჩვეულებები / ნოურუზის სუფრა

ნოურუზის სუფრა ქსოვილის დიდი გადასაფარებელია, რომელსაც ახალი წლის დადგომამდე შლიან და მასზე სხვადასხვა სახის საკვებს და სიმბოლური დატვირთვის  საგნებს აწყობენ. ნოურუზის სუფრა „ჰაფთ სინის“ სახელითაა ცნობილი, რადგან მასზე  ასო „სინ“-ით დაწყებულ შვიდი სახის საკვებს ათავსებენ.

ისტორიული გადმოცემების თანახმად, სასანიანთა ეპოქაში, ნოურუზის გათენებისას, კაცი ვერცხლის სინით ხელში, რომელზეც ხორბლის, ქერის, ცერცვის, ოსპის, სეზამისა და ბრინჯის 7 მარცვლიანი 7 თავთავი, შაქრის ნატეხი, დინარი და დირჰამი ეწყო,   შაჰის მიერ სანოურუზედ გამართულ მეჯლისზე შედიოდა.

ირანელების ნოურუზის სუფრას დღესაც 7 სახის საკვები ამშვენებს. მათგან ყველაზე გავრცელებულია წითელი ვაშლი, ფშატი, სამანუ, ძმარი, თუთუბო, სუმბული, ნიორი ან მარიამსაკმელა.

ნოურუზის სუფრაზე 7 სახის საკვების გარდა შემდეგ საგნებს ათავსებენ: სარკე, ტიტა, სანთელი, ყურანი (მუსლიმთა სუფრაზე), ავესტა (ზოროასტრელთა სუფრაზე), წყლით სავსე თასი, რომელშიც  რამდენიმე მწვანე ფოთოლი, ბზა და ფორთოხალია, აკვარიუმი წითელი თევზებით,  რამდენიმე მოხარშული, შეღებილი, მოხატული კვერცხი, წითელი ბროწეული, პური, ვერცხლის მონეტა, ხორბლის, ქერის, ოსპის ან წიწმატის თესლიდან ამოსული ჯეჯილი.

ნოურუზის სუფრაზე თითოეულ საგანს  სიმბოლური დატვირთვა აქვს. სარკე სიწმინდის, გულწრფელობის, მარადიული არსებობის, იღბლისა და ბედისწერის სიმბოლოა. სანთელი  სინათლეს, ბრწყინვალებას, სიბნელის გაფანტვას განასახიერებს. კვერცხი - შობის და ნაყოფიერების, თევზი და ბზა კი პლანეტა ვენერას, ცხოვრებისა და წყლის ანგელოზის სიმბოლოა. ჯეჯილი ზრდისა და სიცოცხლის ნიშანია, ბროწეული - ნაყოფირების. პური ბარაქას და სიუხვეს განასახიერებს, ნიორი და მარიამსაკმელა კი მოჩვენებებსა და ბოროტ სულებს აფრთხობს. ნოურუზის ჯეჯილს ნოურუზიდან მე-13 დღეს წყალს ატანენ.

რეალურად, ნოურუზის სუფრა სულიერებით  განმსჭვალული სადღესასწაულო სუფრაა, რომელსაც ირანელები ახალი წლის დასაწყისში, თავიანთი მიცვალებულების  და კეთილი სულების მოხმობისა და მასპინძლობის მიზნით შლიდნენ. ნოურუზის სუფრა დიდ როლს თამაშობს ოჯახის წევრების და გარდაცვლილთა სულების ერთად შეკრებაში, ოჯახის წევრებს შორის სიშორის, უთანხმოებისა და წყენის გაქარწყლებაში. სადაც არ უნდა იყვნენ ირანელები წლის ბოლოს, ყოველთვის ცდილობენ, ახალი წლის დადგომამდე სახლებში დაბრუნდნენ და ამ დღესასწაულს ოჯახის წევრებთან ერთად, ნოურუზის სუფრის გარშემო შეხვდნენ.

სახელი წეს-ჩვეულებები / ნოურუზის სუფრა
ქვეყანა ირანი
ტიპიეროვნება

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: