„ნაყალი“ - ნარატიული ხელოვნების უძველესი სახეობა
„ნაყალი“ მსგავსად სხვა ირანული ზეპირსიტყვიერი და ნარატიული ტრადიციისა, როგორიცაა ფარდე ხანი, შაჰნამეხანი, ნეზამიხანი, მანყაბათგუი (ხოტბასხმა, მეტწილად რელიგიური) - ხელოვნების უძველესი ფორმაა. „ნაყალი“, ანუ ირანული ეპოსის დეკლამაცია, არის უძველესი, ხალხური, მხატვრული ზეპირი თხრობის ხელოვნება და ტრადიციულად ირანული კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტი. ნაყალი ხელოვნების ფორმაა, რომელიც შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც ეპიკური ნარატიული ტრადიციული ხელოვნება.
ადრე, ნაყალები წარმოდგენას საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში მართავდნენ, განსაკუთრებით ყავახანებში და აუდიტორიის განწყობის და დროის შესაბამისად არჩევდნენ ნაწყვეტს წასაკითხად. ყოველ საღამოს ეპოსიდან მცირე ნაწილს კითხულობდნენ, რათა მსმენელი დაეინტერესებინათ და მეორე საღამოს გაგრძელების მოსასმენად ყავახანაში მოეზიდათ. შესაბამისად მსმენელი რაც უფრო მეტი იყო, ყავახანის შემოსავალიც მეტად იზრდებოდა.
ნაყალს წარმოდგენისთვის სცენის დეკორაცია არ სჭირდება; ის მხოლოდ საკუთარ პროფესიონალიზმს ეყრდნობა, თუ რამდენად ოსტატურად მიაწვდენს სათქმელს მსმენელს. წარმოდგენების დროს ხშირად იყენებდნენ ირანულ საკრავებს და სიმღერას. ნაყალის განუყრელი ატრიბუტი ხის კვერთხია, რომელსაც წარმოდგენის მსვლელობისას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება. ნაყალი ხის კვერთხს ხან ეპოსის რომელიმე გმირის, ხან იარაღის და ხანაც სხვა როლს მოარგებს ხოლმე. ნაყალის ჩაცმულობა, საკუთარი ხალხის ჩაცმულობის მსგავსი და ტრადიციულია, მაგრამ ამავდროულად საზოგადოებისგან სახასიათო და გამორჩეული - ჩალმა, მოსასხამი, მასიური ბეჭედი, ფეხსაცმელი, გრძელი კაბა. ნაყალს უწყვეტი კონტაქტი აქვს მსმენელთან და მის მაჯის ცემას უგდებს ყურს. მსმენელის და მაყურებლის განწყობის გამოცნობა, ის ერთ-ერთი მნიშვნელობანი თვისებაა, რამაც ნაყალი, თხრობის ზეპირი ხელოვნება დღემდე შემოინახა.
სახელი | „ნაყალი“ - ნარატიული ხელოვნების უძველესი სახეობა |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: