ხაჯე ნასირ ად-დინ ტუსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ხაჯე ნასირ ად-დინ ტუსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ხაჯე ნასირ ად-დინ ტუსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თეირანში ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი და ირანის პირველი ტექნოლოგიური უნივერსიტეტია. უნივერსიტეტს საფუძველი 1928 წელს ჩაეყარა. 1980 წელს კულტურის რევოლუციურმა საბჭომ, 9 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შერწყმის შედეგად, მისი დაარსება დაამტკიცა.
ხაჯე ნასირ ად-დინ ტუსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 11 ფაკულტეტია: ელექტრო ინჟინერია, მანქანათმშენებლობა, სამოქალაქო ინჟინერია, აერონავტიკა, სამრეწველო ინჟინერია, გეოდეზიური ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, მასალათმცოდნეობა, მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია.
უნივერსიტეტში ამჟამად 2 წამყვანი სამეცნიერო ცენტრი, 194 კვლევითი ლაბორატორია, 13 კვლევითი ცენტრი, 3 კვლევითი ჯგუფი, 6 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, 11 ცოდნაზე დაფუძნებული კომპანია და 28 განვითარების კომპანიაა, რომლებიც უნივერსიტეტის სპეციალიზებიულ დარგებში საქმიანობენ.
გასული ათწლეულის განმავლობაში, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის შედეგად, უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურები მეტად გაძლიერდა და უნივერსიტეტის სტუდენტების 40 პროცენტზე მეტი ამ საფეხურებზე სწავლობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების ყველა კურსი ხელმისაწვდომია მაგისტრატურის საფეხურზე. უნივერსიტეტი რამდენიმე სამაგისტრო და სადოქტორო საერთაშორისო პროგრამის განსახორციელებლად მჭიდროდ თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და რუსეთის ზოგ უნივერსიტეტთან. იგი რამდენიმე წელია აერონავტიკის მიმართულებით ბაკალავრიატის საფეხურის ერთ-ერთ კურსს რუსეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (MATI) ერთად ახორციელებს. 2020 წელს ხაჯე ნასირის უნივერსიტეტის ელექტრო და მექანიკური ინჟინერიის მიმართულება QS-ს რეიტინგში პირველად მოხვდა. ამავე სარეიტინგო სისტემის კლასიფიკაციაში ხაჯე ნასირის უნივერსიტეტმა ირანის უნივერსიტეტებს შორის მე-8 ადგილი დაიკავა, მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის კი 401-405 პოზიციაზეა. 2020 წელს თაიმსის (THE) აზიის უნივერსიტეტების რეიტინგში ხაჯე ნასირ ად-დინ ტუსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, 2019 წლის მსგავსად, აზიის უნივერსიტეტებს შორის 201-250 ადგილზე გავიდა.
უნივერსიტეტის საიტი:
სახელი | ხაჯე ნასირ ად-დინ ტუსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი | 401-450 |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 7090 |
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა | 80 |
კონტაქტები | 0098-21-88882991 |
ვებგვერდი | https://kntu.ac.ir/ |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: