წარმომადგენლობა
თუჩალის სამთო-სათხილამურო კურორტი

თუჩალის სამთო-სათხილამურო კურორტი

თუჩალის სამთო-სათხილამურო კურორტი

თუჩალის სამთო-სათხილამურო კომპლექსი მდებარეობს ელბურსის მთების სამხრეთ კალთაზე, ქალაქ თეირანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრის მანძილზე, შემირანათის ოლქში. ითვლება ირანის და აგრეთვე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ სამთო-სათხილამურო კურორტად. მშენებლობა XX საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო.  
კურორტს აქვს სამი სათხილამურო ტრასა. ფუნქციონირებს სამი გონდოლებიანი და სამი სავარძლიანი ტიპის და ერთი ბუგელური ტიპის საწეველა. ზედა ტრასა თუჩალის მთის ფერდობზე იწყება ზღვის დონიდან 3850 მ. სიმაღლეზე. იმის გათვალისწინებით, თუ ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს ეს სათხილამურო კურორტი, ის სწრაფად იფარება თოვლით და სათხილამურო სეზონი, აქ  წელიწადში 8 თვეზე მეტი ხნას გრძელდება.
თუჩალის სამთო-სათხილამურო კურორტი, ითვლება ირანის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილ სპორტულ კომპლექსად. მის ტერიტორიაზე მოწყობილია ჩოგბურთის, მშვილდოსნობის, ბანჯ-ჯამფინგის, სკეიტბორდისა და პეინტბოლის კლუბები.

სახელი თუჩალის სამთო-სათხილამურო კურორტი
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: