ქურთისტანის მუსიკა
ქურთისტანის მუსიკა
ქურთისტანის მუსიკა
ქურთისტანი მუსიკის სიძველითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ისტორიული ასპექტით, ქურთული მუსიკა ძველი და საშუალო პერიოდის მუსიკად იყოფა.
ძველი პერიოდი. ამ ჯგუფის მუსიკას ფესვები ისლამამდელ პერიოდში აქვს გადგმული. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება "ჰურე" (هوره) და "სიაჩამანე" (سياچمانه) - მუსიკის უძველესი სახეობები, სხვადასხვა სიმღერა, ზურნითა და დუზალეთი (ჩასაბერი საკრავის სახეობა) შესრულებული ზოგიერთი მელოდია. გასული საუკუნეების განმავლობაში "ჰურეს" საფუძველზე მრავალი სიმღერა შეიქმნა. მის რიტმს სახეცვლილებებით იყენებენ ქურთული ჰექაიათების, ნაწარმოებების შესრულებისას, აგრეთვე „ჩაფალეს“(چپله - ამ ტიპის სიმღერებს განსაზღვრული რიტმი აქვთ და ხშირად ტაშის თანხლებით სრულდება)და „გუშის“(گوشي- ამ ტიპის სიმღერებს განსაზღვრული რიტმი არ აქვთ და თავისუფალი ინტერპრეტაციით სრულდება, მომღერალი შესრულებისას ხშირად ყურებზე ხელებს იფარებს, რათა უკეთ კონცენტრირდეს)შემსრულებლები.
საშუალო პერიოდი. ამ პერიოდს ქურთული მუსიკის მრავალი ნიმუში განეკუთვნება. მუსიკის ამ ჯგუფს ხშირად გურანულსაც (გურანი - ერთ-ერთი ქურთული ტომის სახელწოდება) უწოდებენ. იგი ქურთული მუსიკის ყველაზე დიდი ჯგუფია.
ქურთული მუსიკის ნიმუშებია: იავნანა, თარანეები, სამუშაო სიმღერები და სხვა.
სახელი | ქურთისტანის მუსიკა |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | ქარიანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: