ბუშეჰრის მუსიკა
ბუშეჰრის მუსიკა
ბუშეჰრის მუსიკა
ბუშეჰრში უძველესი დროიდან სხვადასხვა ხალხები ცხოვრობენ და გადაადგილდებიან. ადგილობრივების გარდა, ბუშეჰრში მაცხოვრებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი აფრიკელი ემიგრანტების შთამომავალია, რომლებიც წარსულში აქ მონებად ჩამოიყვანეს. ამ მხარეში აფრიკული კულტურის შემოსვლის შემდეგ, ბუშეჰრის მუსიკა და კულტურის ზოგიერთი სფერო მისი გავლენის ქვეშ მოექცა. ეს გავლენა სამუშაო, სამგლოვიარო ცერემონიების და სხვა ტიპის სიმღერებში ვლინდება. ზოგადი კლასიფიკაციით ბუშეჰრის მუსიკა ორ - რელიგიურ და არარელიგიურ ჯგუფად იყოფა.
რელიგიური მუსიკა. ბუშეჰრში მოჰარამის თვის გლოვის რიტუალების მნიშვნელობიდან და მასთან დაკავშირებული სიმღერების სიმრავლის და მრავალფეროვნების გამო, შეიძლება ითქვას, რომ მოჰარამის თვის სამგლოვიარო ცერემონიების სიმღერები ბუშეჰრის მუსიკის მნიშვნელოვანი, კარგად ჩამოყალიბებული და ფორმირებული ნაწილია. მოჰარამის თვის სამგლოვიარო ცერემონია ბუკით, დოლით და დაფდაფით იწყება და ქადაგებით, "ზექრით" (ذكر - ლოცვის სახეობა, ალაჰის ეპითეტის დაუსრულებელი გამეორება რამდენიმე ადამიანის მიერ), გლოვით, "სინეზანით" (سينهزني - გლოვის ნიშნად მკერდში ერთხმად მჯიღის ცემა) და სამგლოვიარო სიმღერების შესრულებით გრძელდება.
არარელიგიური მუსიკა. ამ ტიპის მუსიკაც რამდენიმე სახეობად იყოფა და თითოეული მათგანი ბუშეჰრის სხვადასხვა ჩვეულებას თუ რიტუალს უკავშირდება.
ბუშეჰრში გავრცელებული საკრავებია: დაფდაფების სახეობები, დოლი, ბუკი, ნეი (სალამურის ტიპის ჩასაბერი საკრავი), სტვირი, გუდასტვირი, დაირა, იშვიადათ ზურნა, ნაღარა და სხვა.
სახელი | ბუშეჰრის მუსიკა |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: