გილანის მუსიკა
გილანის მუსიკა
დეილამანის რეგიონი აღმოსავლეთში და თალეშის რეგიონი დასავლეთში გილანის პროვინციის მუსიკის ორ მთავარი კერაა. ამ ორი რეგიონის მუსიკა ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდება, თუმცა გილანის ზოგიერთ ცენტრალურ რეგიონში ერთმანეთს უახლოვდება. ზოგადი კლასიფიკაციით გილანის მუსიკა რამდენიმე ჯგუფად იყოფა:
სასიმღერო მაყამები (მაყამი - მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც რამდენიმე მელოდიას აერთიანებს). მაყამები გილანის მუსიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მის ყველა რეგიონშია გავრცელებული, მით უფრო მთიან რეგიონებში და მთისწინეთში. ამ მაყამების საფუძველზე თარანეები, მელოდიები და სიმღერები ჩამოყალიბდა. ზოგიერთი ყველაზე მიშვნელოვანი მაყამია: "გალეში" (گالشي), "გილანი" (گيلي), "დეილამანი" (ديلماني) , "ყამანგიზი" (غمانگيز), „ყამანგიზ შექასთე (غمانگيز شكسته), "ამირ ხანი" (اميرخواني), "ჩარვედარი" (چاروداري), "დაშთხანი" (دشت خواني) "შარაფ შაჰური (شرفشاهي) „აბქენარი“ (آبكناري) და სხვა. ეს სიმღერები მარტო, ნეის (სალამურის ტიპის საკრაი) ან ქამანჩის (ჭიანური) თანხლებით სრულდება. გარდა ამისა, შეგვიძლია, დავასახელოთ რიგი რელიგიური სიმღერებისა („ჩავუში“, „საჰარხანი“ და სხვა), რომლებიც გილანში ირანის სხვა პროვინციებიდან შევიდა.
მაყამები და ინსტრუმენტული მუსიკა. ამ რეგიონის ინსტრუმენტულ მუსიკაში სასიმღერო მუსიკის მრავალი ტონი და რიტმი დამკვიდრდა, თუმცა გვხვდება დამოუკიდებელი ინსტრუმენტული მონაკვეთებიც, რომლებიც სასიმღერო ნიმუშებისგან განსხვავებულია. ეს მაყამები და მონაკვთები, შეგვიძლია, ორ ნაწილად დავაჯგუფოთ: მწყემსების მიერ სალამურით შესრულებული და და ზურნითა და ნაღარით შესრულებული. გილანის ინსტრუმენტალური მუსიკიდან და მაყამებიდან შეგვიძლია, გამოვყოთ: "ვალგე სარი" (ولگ سري), "გუსან ჰეგერდანი" (گوسن هگردان), "გალანქეში" (گلنكشي), "ბარგრიზი" (برگريزي ), "აბქენარი" ( آبكناري) "გუსან დარ ხანი" (گوسن درخوان) და სხვა. ინსტრუმენტულ მუსიკაში გზა სასიმღერო ნაწარმოებებმაც იპოვა და ისინი ნეის თანხლებით სრულდება.
თარანეები (თარანე - რამდენიმე სტროფისგან შემდგარი ლექსი, რომელიც რიტმულად იმღერება) და სიმღერები. გილანის მუსიკის ეს ჯგუფი სიმღერებისან და თარანეებისგან შედგება. სიმღერების ჯგუფს მიეკუთვნება: "ვალი ხანი" (وليخان) "რანა" (رعنا), "ჰეიდარ ხანი" (حيدرخان) , "ზარანგისი" (زرنگيس), "საფური" (سفوري) და სხვა. ამ მხარეში მრავალი რომანტიკული, ეპიკური, ისტრორიული ან ბრინჯის ყანებში და პლანტაციებში სამუშაო პროცესის ამსახველი შინაარსის თარანეა გავრცელებული. ზოგიერთ თარანეს მხოლოდ ქალები ასრულებენ, მათ შორის კი სამუშაო თარანეები სჭარბობს. იავნანა და ნოურუზის სიმღერებიც მუსიკის ამ ჯგუფში ერთიანდება.
გილანური დუბეითი(ორი ბეითისგან შედგენილი ლექსი),რომელიც ფოთლების კრეფის დროს იმღერება, "ფაჰლავი ხანის" (پهلوی خوانی) სახელითაა ცნობილი. თარანეებს, რომლებსაც ბრინჯის ყანებში მღერიან, "ბეჯარსარი" (بجارسری) ეწოდება.
გილანში გავრცელებული საკრავებია: ნეი, ზურნა, ნაღარა, ქამანჩა, დაირა, ქარნის სახეობა (ქარნა - გრძელი მილის ფორმის სასულე მუსიკალური ინსტრუმენტი), დოლი და სხვა.
სახელი | გილანის მუსიკა |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | ქარიანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: