ბახტიარის მუსიკა

ბახტიარის მუსიკა

ბახტიარის მუსიკა

ბახტიარის მუსიკა

 

ბახტიარის მკვიდრნი ერთ-ერთი ნამდვილი, ძირძველი ირანელი ხალხია და ირანის ყველაზე დიდ ტომობრივ საზოგადოებას ქმნიან. ქვეყნის ყველაზე გავრცელებული დაყოფის  მიხედვით, ბახტიარის მიწა ექვსი პროვინციის - ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის,  ქოჰგილუიე და ბუირაჰმადის, ისპაჰანის, ფარსის, ლურისტანის და ხუზისტანის ნაწილებს მოიცავს. ამ ვრცელ ტერიტორიაზე სხვადასხვაგარ მუსიკას მოისმენთ, რომლებიც, ამა თუ იმ  რეგიონთან სიახლოვის გამო, უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევიან.   ბახტიარული მუსიკის შემსრულებელს "თუშმალს" უწოდებენ  (توشمال - "თუშმალების" პროფესია ხელოვნება და დაკვრაა, თითოეულ ტომს თავისი "თუშმალი" ჰყავს, ის ბახტიარის პოეზიის და ლიტერატურის მცველია). ბახტიარის მუსიკის და კულტურის ძირითადი ნაწილი  "თუშმალებმა" შეინარჩუნეს და თაობიდან თაობას გადასცეს.  "თუშმალები" უკრავენ  ქარნაზე (გრძელი მილის ფორმის სასულე მუსიკალური ინსტრუმენტი), ზურნაზე, დოლზე, ზოგჯერ ნეიზე (სალამურის ტიპის ჩასაბერი საკრავი), ქამანჩაზე (ჭიანური) და  სიმღერასაც წამოიწყებენ ხოლმე.

ბახტიარის მუსიკაში ოთხი ჯგუფი გამოიყოფა.  პირველი ჯგუფი მხიარული შეკრებების და სტუმრობების მუსიკაა, რომელიც სიმღერებსა და მელოდიებს მოიცავს. მეორე ჯგუფი  სამგლოვიაროა  და მასში "გაგერიუ" (گاگريو) და "ქოთალის"(كتل - ზოგიერთ ტომში დაკრძალვის ცერემონიის დროს ცხენს შავი ქსოვილით კაზმავენ  და მას "ქოთალს" უწოდებენ)ცერემონიის მუსიკა შედის.  "გაგერიუ" სევდიანი მუსიკის სახეობაა, რომელშიც სოლისტი და გუნდი მონაცვლეობით მღერიან. "ქოთალის" ცერემონიის დროს ტექსტი უკუღმა, დოლისა და ზურნის თანხლებით იმღერება.  მესამე ჯგუფი სამუშაო მუსიკაა, რომელიც დუღის დამზადების, მიწის სამუშაოების და სხვა საქმეების თანმხლებ მუსიკას მოიცავს.  მეოთხე ჯგუფი ეპიკური ხასიათისაა, მისი ერთ-ერთი მაგალითია „შაჰნამეხანი“ (شاهنامه‌خواني - "შაჰ-ნამეს" მელოდიურად კითხვა).

ბახტიარის მიწაზე გავრცელებულია საკრავები: ქარნა, ზურნა, ნეი, დოლი, დაირა და ქამანჩა.

 

სახელი ბახტიარის მუსიკა
ქვეყანა ირანი
ტიპი

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: