თურქმენული მუსიკა
თურქმენული მუსიკა
თურქმენთა (ოღუზების) ტომები, რომლებმაც ისლამი მიიღეს მოგვიანებით იმ ადგილებში დასახლდნენ, რომლებსაც ახლა თურქმენულ საჰარას უწოდებენ. თურქმენეთის საჰარა მდებარეობს ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. თურქმენული მუსიკა გავრცელებულია ირანის, თურქმენეთის და ავღანეთის თურქმენულ ტომებში. ეს მუსიკა წარმოდგენილი მაკამების სისტემაში ოთხ ნაწილად: ტაშნიდ, ქერქ, ლორ, მოხამეს და ნავაი. თურქმენების ძირითადი ინსტრუმენტია თამიდრა, რომელიც გავს დოთარს, თუმცა უფრო მოკლეა, ქამანჩა და ნეი. მუსიკოსებს ბახში ეწოდებათ, ამ სახელწოდების ფესვები უძველეს ირანშია. ლიტერატურის და მუსიკის კავშირი განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს თურქმენეთში. ირონიული მუსიკა გამოიყენება ოთხ ლიტერატურულ წყაროში, როგორიცაა ფოლკლორული კუპლეტები ლალე, რიტუალური და კლასიკური პოემები და პოეტური ისტორიები. ბახში ასრულებდა პოეტურ მოთხრობებს სიმღერით დოთარის (იგივე ტამიდრის) და ქამანჩის თანხლებით. ასეთა მაგალითად, თქმულება იოსების და აჰმედის შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ მეფე გუზალის სისატიკის წინააღმდეგ. რიტუალური პოემას წარმოადგენს ავაზე მალახი (კალიის სიმღერა) და მადარჯან (ძვირფასო დედა). ავაზე მალახი იგივეა რაც ირონიული ჟანრის ავაზე ჰორე ლელა მაზანდარანში. დედამ თავისი ვაჟი დააქორწინა მოუხერხებელ გოგონაზე. ამ ყველაფრის შემდეგ ბიჭი მღერის სატირულ სიმღერას მადარ ჯან. ლალეს სიმღერა, რომელსაც თურქმენეთის ახალგაზრდობა ასრულებს. ყველა ახალგაზრდას უნდა ლალეს გულის დაპყრობა, მაგრამ მან უარი თქვა გათხოვებაზე და თავის სამყაროში ცხოვრობს. თუმცა ის ამბოხებულებმა მოიტაცეს და უმისამართოდ წაიყვანეს. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მოგვიანებით ლალე გახდა თურქმენელი გოგონების სიმბოლო. ამ სიმღერას ხშირად ასრულებენ პატარძლები.
სახელი | თურქმენული მუსიკა |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: