ხალიჩების მუზეუმი
ხალიჩა სპარსული ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხალიჩის ქსოვა სპარსული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოვლინებაა, რომელიც დასაბამს უძველესი დროიდან იღებს. ხალიჩების მუზეუმი 1978 წელს დაარსდა და თეირანში; მდებარეობს ლალეს პარკის ჩრდილოეთ ნაწილში. მუზეუმში დაცულია ხალიჩების უნიკალური კოლექცია. ამდენად, ამ სფეროს მკვლევართათვის და ხელოვნების მოყვარულთათვის, საინტერესო და მდიდარ მასალას ინახავს. მუზეუმის ორიგინალური არქიტექტურის შენობა, ორსართულიანია და 3400 კვ.მ. იკავებს; შენობის პროექტი ეკუთვნის თანამედროვე ირანელ არქიტექტორს, თეირანის უნივერსიტეტის პროფესორს, ინოვატორს ირანულ არქიტექტურაში, აბდოლ-აზიზ ფარმანფარმაიანს. შენობის ექსტერიერის დიზაინი, ხალიჩების საქსოვ დაზგას მოგაგონებს. მუზეუმის პირველ სართულზე ორი საექსპოზიციო დარბაზია, მუდმივმოქმედი ექსპოზიციით, სადაც წარმოდგენილია 135 ნიმუში ყველაზე ცნობილი ირანული ხალიჩის სახელოსნოებიდან: ქაშანიდან, ქერმანიდან, ისპაჰანიდან, თავრიზიდან, ხორასანიდან, ირანის ქურთისტანიდან და სხვა რეგიონებიდან.
მუზეუმის მეორე სართული განკუთვნილია დროებითი გამოფენებისა და ღონისძიებებისთვის. გარდა ამისა, მუზეუმს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია ლიტერატურა აღმოსავლური, კერძოდ ირანული ხალიჩების ისტორიის, ირანული ხელოვნების თემატიკაზე, სპარსულ, არაბულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე. აქვე არის სპეციალურად აღჭურვილი დარბაზი, სადაც მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ ნახონ ფილმები და სლაიდები ირანული ხალიჩის ისტორიის შესახებ.
სახელი | ხალიჩების მუზეუმი |
ქვეყანა | ირანი |
რეგიონი | თეირანი |
ქალაქი | თეირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: