წარმომადგენლობა
მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XX-ის 10-ან წლებში  აშენდა და აჰმად ყავამ ალ-სალტანეს, ირანის ხუთ გზის პრემიერმინისტრის სახლი და სამუშაო ადგილი იყო. 30-იან წლებში სახლი ეგვიპტის მთავრობამ შეისყიდა და აქ რაღაც პერიოდის განმავლობაში ეგვიპტის საელჩო, შემდეგ კი ავღანეთის საელჩო განთავსდა. მოგვიანებით შენობა ირანის კომერციული ბანკის საკუთრებაში იყო. 1976 წელს შენობა გამოსყიდული იქნა კომერციული ბანკისაგან და ყოფილ კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს გადაეცა მინისა და კერამიკული ჭურჭლის სპეციალიზებული მუზეუმის დაარსების მიზნით.

შენობას ავსტრიელმა და ირანელმა ინჟინრებმა რეკონსტრუქცია ჩაუტარეს. ინტერიერის არქიტექტურა და ვიტრაჟების დიზაინი, ცნობილ ავსტრიელი არქიტექტორს და დიზაინერს, ჰანს ჰოლეინს ეკუთვნის. მუზეუმის შენობას 7000 კვ. მეტრის ლამაზი ბაღი აკრავს გარს; კარგად შემონახული, მოხდენილი კარ-ფანჯრები სელჩუკთა ეპოქის არქიტექტურას მოგვაგონებს. ზოგადად, ეს შენობა წარმოადგენს ირანული და ევროპული არქიტექტურის ნაზავს

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი სამ სართულიანია და 5 საექსპოზიციო დარბაზი აქვს, სადაც  მინის, ბროლის, თიხის, ფაიფურის ჭურჭელია ექსპონირებული. 2014 წელს, მუზეუმის შენობა, შეტანილი იქნა ირანის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

 

სახელი მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: