წარმომადგენლობა
რეზა აბასის მუზეუმი

რეზა აბასის მუზეუმი

რეზა აბასის მუზეუმი

რეზა აბასის მუზეუმი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მდიდარი სახელოვნებო ფონდის მფლობელია. დაარსდა 1977 წელს. მუზეუმში დაცულია ექსპონატები ძვ.წ. VII ათასწლეულიდან ვიდრე XX საუკუნის ადრიან წლებამდე. სახელი ეწოდა სეფიანთა ეპოქის, ირანელი მინიატიურების მხატვრის,  ისპაჰანის სამინიატიურო სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, რეზა აბასის პატივსაცემად. მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე სამი დარბაზისაგან შედგება: პრე-ისლამური პერიოდის ხელოვნების დარბაზი, ისლამური ხელოვნების დარბაზი და ფერწერული და კალიგრაფიული ნიმუშების დარბაზი.

მუზეუმში დაცული კოლექციები ძალიან მრავალფეროვანია, ექსპონატები ქრონოლოგიურად არის განთავსებული და თვალნათლივ წარმოაჩენს ირანული ხელოვნების, ცივილიზაციისა და კულტურის განვითარების საინტერესო გზას. მუზეუმი ინახავს უნიკალურ მასალას, პრე-ისლამური და შუასაუკუნეების მდიდარ კოლექციებს.

რეზა აბასის მუზეუმი 1977 წელს გაიხსნა. მას შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით, მუზეუმი რამდენჯერმე დაიკეტა და კვლავ გაიხსნა, 2000 წლის 4 თებერვალს, რეზა აბასის მუზეუმი რესტავრირებული საექსპოზიციო სივრცეებით, საბოლოოდ გაიხსნა დამთვალიერებლისათვის.

მუზეუმი მნახველისათვის ღიაა ყოველდღე 9სთ-დან 17სთ-მე. მისამართი: თეირანი, შარიათის პროსპექტი №892, არმისული სეიედ-ხანდანის ხიდთან.

სახელი რეზა აბასის მუზეუმი
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: