წარმომადგენლობა
წმინდა ყურანის ეროვნული მუზეუმი

წმინდა ყურანის ეროვნული მუზეუმი

წმინდა ყურანის ეროვნული მუზეუმი

იმამ ხომეინის და ვალიასრის პროსპექტების კვეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდებარეობს წმინდა ყურანის ეროვნული მუზეუმი, ყურანის ხელოვნების ერთადერთი სპეციალიზებული მუზეუმი ირანში.

მუზეუმი აშენდა 10 000 კვ.მეტრ ფართობზე, მოიცავს სამ ძირითად განყოფილებას: სამუზეუმო, სპეციალიზებული ბიბლიოთეკის და ადმინისტრაციულ განყოფილებებს.

მუზეუმის კონსტრუქცია მიწისქვეშ, 14 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული. გარდა ყურანის ხელნაწერებისა, რომლებიც მოიცავს პერიოდს ჰიჯრის IV საუკუნიდან გვიან ყაჯარულ ეპოქამდე, მუზეუმში გამოფენილია ექსპონატები, რომლებიც ასახავენ ყურანის გადაწერასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხელოვნების განვითარების პროცესს, მათ შორის მოოქროებას, წიგნების აკინძვას, კალიგრაფიას და ა.შ.

სამუზეუმო ექსპონატები გამოფენილია სამ თემატურ ექსპოზიციაზე: 1. კულტურულ-ისტორიული ექსპოზიცია; 2. ყურანთან და ყურანის გადაწერასთან დაკავშირებული ექსპონატების ექსპოზიცია და 3. თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ექსპოზიცია. მუზეუმის კულტურულ-ისტორიული ექსპოზიციაზე გამოფენილია ყურანის ხელნაწერებისა და ლითოგრაფიული კოლექცია, გრაგნილები, ლოცვანი, ყურანის სხვადასხვა გამოცემები და სხვა.

მუზეუმში დაცულია ისეთი ცნობილი კალიგრაფის ნამუშევრები, როგორიცაა მირ ალი ჰერავი, ასევე მოჰამად იბრაჰიმ ყომის, აბდულ-ყადერ ჰოსეინის და ომ-ე სალამე ყაჯარის.

ყურანთან და ყურანის გადაწერასთან დაკავშირებული ექსპონატების ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი ექსპონატები: ლარნაკები, ზარდახშები, საკალმეები, მონეტები და სხვა, რომლებშიც გარკვეული სახით ჩართული არის აიები ან ციტატები ყურანიდან.

თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ექსპოზიციაზე გამოფენილია თანამედროვე მხატვრების ფერწერული, კალიგრაფიული ნამუშევრებიდა კალიგრამის ნიმუშები . ამჟამად მუზეუმში ასევე დაცულია 650-ზე მეტი  შემოწირული სამუზეუმო ექსპონატი.

გარდა სამუზეუმო კოლექციებისა, საინტერესოა თვითონ მუზეუმის შენობა თავისი არქიტექტურით და დეკორაციებით; ის შთაგონებულია ირანულ-ისლამური არქიტექტურის სტილით; მუზეუმის სამივე სართულზე უხვადაა გამოყენებული შამსეს (მზის) ორნამენტი.

სახელი წმინდა ყურანის ეროვნული მუზეუმი
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: