წარმომადგენლობა
თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაცულია XIX-XX სს.-ის თანამედროვე ხელოვნების საინტერესო და მრავალფეროვანი საგანძური. მუზეუმი ფლობს რაოდენობრივად და ხარისხობრივად საკმაოდ მნიშვნელოვან ფონდს. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მდიდარ სამუზეუმო კოლექციებში დაცული ექსპონატები აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს, მათ შორის ექსპრესიონიზმს, აბსტრაქციონიზმს, პოპ-არტს, მინიმალიზმს, კონცეპტუალიზმს, ფოტორეალიზმს და სხვ.  მუზეუმის მუდმივ კოლექციაში თავმოყრილი ირანისა და მსოფლიოს ვიზუალური ხელოვნების 4000-ზე მეტი ღირებული ექსპონატი, აქედან 400-ს გამორჩეული მნიშვნელობის. სამუზეუმო  ფონდი, ექსპერტების მიერ დაახლოებით ორ ნახევარ მილიარდ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. მუზეუმი მუდმივმოქმედი ექსპოზიციების გარდა, ასევე მასპინძლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებს. მუზეუმში დაცული ნამუშევრების უმეტესი ნაწილი შეძენილია 1970-იან წლებში. თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობის პროექტი ეკუთვნის ირანელ არქიტექტორ ქამრან დიბას, რომელმაც შენობის ელემენტებში ტრადიციული სპარსული არქიტექტურული სტილი გამოიყენა. მუზეუმი ფართო საზოგადოებისთვის 1977 წელს გაიხსნა, მდებარეობს თეირანის ცენტრალურ უბანში, ლალეს პარკთან.
მუზეუმში ინახება XIX-XX სს.-ების ევროპელ მხატვართა მნიშვნელოვანი კოლექცია, მათ შორის აღსანიშნავია კლოდ მონეს, კამილ პისაროს, ვან გოგის, ანდრე დერენის, პაბლო პიკასოს, ფრენსის ბეკონის, რენე მაგრიტის, დიეგო რივერას, ჯასპერ ჯონსის, ენდი უორჰოლის, ჟოან მიროს, ადოლფ გოთლიბის, ჟორჟ ბრაკის, ედგარ დეგას, მარი კასატის, მარსელ დუშამისა და სხვათა ნამუშევრები. ასევე დაცული თანამედროვე ირანული ხელოვნების ძალზე მნიშვნელოვანიი კოლექცია, მათ შორის ჰოსეინ ზენდერუდის, სადეყ თავრიზის, სოჰრაბ სეფეჰრის, აიდინ აყდაშლუს, მოჰამედ ეჰსაის, ლეილი მათინ დაფთარის,  ფარამარზ ფილარამის, მარკოს გრიგორიანის ნამუშევრები.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აქვს 9 საექსპოზიციო სივრცე, რომელთაგან სამში მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია მოქმედებს, ხოლო დანარჩენი ექვსი დროებით ექსპოზიციებს მასპინძლობს. მუზეუმის გარე სივრცეში, ეგრეთ წოდებული ქანდაკებების ბაღია, სადაც არაერთი საინტერესო ექსპონატის ნახვაა შესაძლებელი - მარქს ერნსტის, ფარვიზ თანავოლის, ალბერტო ჯაკომეტის, ჰენრი მურის, რენე მაგრიტის, მაქს ბილისა და სხვათა სკულპტურულ ნამუშევრები.
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, შაბათის გარდა, 10 სთ-დან 19 სთ-მდე, პარასკევ დღეს 15 სთ-დან 19 სთ-მდე. მისამართი: თეირანი, ქარგარ-ე შომალის პროსპექტი, ლალეს პარკის გვერდით.

სახელი თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: