წარმომადგენლობა
მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტი, ჯანდაცვის სერვისების მართვის ცენტრი ირანის სიდიდით მეორე ქალაქში

მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტი, ჯანდაცვის სერვისების მართვის ცენტრი ირანის სიდიდით მეორე ქალაქში

მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტი, ჯანდაცვის სერვისების მართვის ცენტრი ირანის სიდიდით მეორე ქალაქში

მეშჰედი აღმოსავლეთ ირანის უდიდესი ქალაქია მრავალრიცხოვანი მოსახლეობით. ქალაქი ყოველწლიურად იმამ რეზას სალოცავის მილიონობით მომლოცველის  მასპინძლობს. ამ ფაქტორმა მნიშვნელოვნად განაპირობა და გაზარდა ამ ქალაქის მნიშვნელობა და მისი ჯანმრთელობისა და სამკურნალო დაწესებულებების გაუმჯობესების აუცილებლობა. სწორედ ამიტომ მეშჰედში დაარსდა სამედიცინო უნივერსიტეტი. მეშჰედის უნივერსიტეტი  ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო სკოლაა ირანში. დღეისთვის უნივერსიტეტი ემსახურება ხორასან-ე რაზავის პროვინციის სამედიცინო და ჯანდაცვის სამსახურებს.

 

 

მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია

მეშჰედში სამედიცინო პროფილის თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის იდეა პირველად 1934 გაჟღერდა. იდეა საბოლოოდ ხუთი წლის შემდეგ განხორციელდა, მეშჰედში დაარსდა „უმაღლესი სამედიცინო-სანიტარული სასწავლებელი“. თავდაპირველად სასწავლებელი ექვსკლასიანი დაწყებითი სკოლის შენობაში განთავსდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, საქმიანობის გაფართოების შემდეგ, საკუთარი შენობა ააშენა. 1947 წელს სასწავლებელი გადაკეთდა "სამედიცინო კოლეჯად"; 1949 წელს კოლეჯში 61 სტუდენტი სწავლობდა. სამედიცინო კოლეჯისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა „მეშჰედის უნივერსიტეტი“. შემდგომში რამდენიმე სხვა ფაკულტეტის დამატებით, მეშჰედის უნივერსიტეტი კიდევ უფრო გაფართოვდა. თუმცა, 1986 წელს, სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტების გამოყოფის შესახებ კანონის დამტკიცებით, მედიცინის, სტომატოლოგიის და ფარმაციისა და კვების ფაკულტეტები გამოეყო მეშჰედის უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი მაშადის სამედიცინო უნივერსიტეტი.

 

ამჟამად ამ უნივერსიტეტს ჰყავს 9000-ზე მეტი სტუდენტი, 900 აკადემიური პერსონალი; აქვს ექვსი ფაკულტეტი:

1. ჯანდაცვა

2. საექთნო და სამეანო საქმე

3. მედიცინა

4. პარამედიცინა და რეაბილიტაცია

5. ფარმაცია

6. სტომატოლოგია

7. ირანული ტრადიციული მედიცინა და ალტერნატიული მედიცინა

 

ქაშმარის მედიცინის ფაკულტეტი და ქუჩანის საექთნო ფაკულტეტი მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტის ფილიალებია.

პროვინციის სხვადასხვა ქალაქში, მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ ფუნქციონირებს 28 საავადმყოფო, შვიდი საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი, 47 კვლევითი ცენტრი, ორი სპეციალიზებული კლინიკა, ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი და 18 ჯანდაცვის ქსელი. უნივერსიტეტი ყოველწლიურად მომსახურებას უწევს ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს და ითვლება ირანის ერთ-ერთ უდიდეს უნივერსიტეტად.

 

მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირები და საქმიანობა

მსოფლიო სხვადასხვა რეიტინგული სისტემის მიხედვით, მეშჰედის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ირანის საუკეთესო უნივერსიტეტიებს შორისაა. 2023 წელს გამოქვეყნებულ შანხაის სარეიტინგო სისტემის ანგარიშში მეშჰედის უნივერსიტეტი (301-დან 400-მდე) მეორეა ირანის უნივერსიტეტებს შორის ბიოტექნოლოგიის დარგში. ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ირანის სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოიაზრება. მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტი ფარმაკოლოგიისა და ფარმაცევტული მეცნიერებების და კლინიკური მედიცინის სფეროებში (რეირინგით 401-დან 500-მდე), ირანის ამ სფეროს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია.

Times Institute-ის რეიტინგში მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტმა ირანის ყველა უნივერსიტეტს შორის მე-17 ადგილი დაიკავა. 2023 წელს გამოქვეყნებული ამ ანგარიშის მიხედვით, მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტი მე-7-ა ირანის სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტებს შორის.

ანალოგიურად, Times Institute-ის რეიტინგის სისტემაში მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტი მე-17 ადგილზეა ირანის უნივერსიტეტს შორის. 2023 წელს გამოქვეყნებული ამ ანგარიშის მიხედვით, უნივერსიტეტი მე-7 ადგილზეა ირანის სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტებს შორის. 2021 წელს გამოქვეყნებულ ISC-ის რეიტინგის ანგარიშში მეშჰედის უნივერსიტეტი ირანის სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებათა დარგის ხუთ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა.

ყოველწლიურად მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს მირებას უცხოელი სტუდენტებისთვის. უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც მიიღებიან ამ უნივერსიტეტში, ეფუძნება მათ აკადემიურ კვალიფიკაციას და უნივერსიტეტის არსებულ შესაძლებლობებს.

უცხოელი სტუდენტების მიღების პროცესის მართვა ეკისრება უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმეთა და ურთიერთობების დეპარტამენტს. გარდა უცხოელი სტუდენტებისთვის საკონსულო და საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებისა, დეპარტამენტი პასუხისმგებელია ირანის ფარგლებს გარეთ უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან კომუნიკაციაზე, საერთაშორისო კონფერენციების გამართვასა და ირანელი და არა ირანელი მკვლევრებისთვის გაცვლითი და სასწავლო შესაძლებლობების განსაზღვრაზე.

უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს უნივერსიტეტში 10 სხვადასხვა ქვეყნიდან 421 უცხოელი სტუდენტი იღებდა უმაღლეს განათლებას მედიცინის, პარამედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის და საექთნო და სამეანო საქმის სფეროებში.

 

სახელი მეშჰედის სამედიცინო უნივერსიტეტი, ჯანდაცვის სერვისების მართვის ცენტრი ირანის სიდიდით მეორე ქალაქში
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი301-400
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა8300
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა421
კონტაქტები05138412081
ვებგვერდიhttps://www.mums.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: