უნივერსიტეტები

იაზდის უნივერსიტეტი

იაზდის უნივერსიტეტი, ირანში პირველი საჯარო უნივერსიტეტი, 1988 წელს ქალაქ იაზდში დაარსდა. მას 400 აკადემიური პერსონალი და 14 470 აქტიური სტუდენტი ჰყავს.

 

იაზდის უნივერსიტეტი

იაზდის უნივერსიტეტი, ირანში პირველი საჯარო უნივერსიტეტი, 1988 წელს ქალაქ იაზდში დაარსდა.  მას 400 აკადემიური პერსონალი და 14 470 აქტიური სტუდენტი ჰყავს. უნივერსიტეტს 12 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, 10 სამეცნიერო-კვლევითი გამოცემა, 3 კამპუსი, 4 დამოუკიდებელი ფაკულტეტი, 14 ფაკულტეტი, 7 დამოუკიდებელი დეპარტამენტი, 55 სადოქტორო, 115 სამაგისტრო და 47 საბაკალავრო პროგრამა აქვს. იგი ISC-ის რეიტინგში ირანის 7 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა, GreenMetric-ის რეიტინგში კი - მე-14 ადგილს იკავებს, Times-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს 200 საუკეთესო ახალგაზრდა უნივერსიტეტს და ირანის 12 საუკეთესო არასამედიცინო უნივერსიტეტს შორისაა.

უნივერსიტეტის საიტი:

https://yazd.ac.ir/en

 

იაზდის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტის მიღების პირობები:

https://admission.yazd.ac.ir/apply/en

 

კვლევითი ცენტრები:

 

• ადამიანის განვითარების ინდექსის კვლევითი ცენტრი

• კერამიკული ფილების კვლევითი ცენტრი

• ბუნებრივი ვენტილაციის სისტემის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

 

 

 

• მდგრადი ურბანული ტრანსპორტის კვლევითი ცენტრი

• განახლებადი ენერგიის კვლევითი ცენტრი

• სოციალური კეთილდღეობის  კვლევითი ცენტრი

• მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების  კვლევითი ცენტრი

• ინფრასტრუქტურის ხარისხისა და პროდუქტიულობის კვლევითი ცენტრი

მიმართულებები, სადაც სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს:

https://yazd.ac.ir/Upload/modules/files/documents/pages/president/administration/isco/reception/fields.pdf