წარმომადგენლობა
მოფიდის უნივერსიტეტი, ინტერდისციპლინარული განათლებისა და კვლევის ცენტრი

მოფიდის უნივერსიტეტი, ინტერდისციპლინარული განათლებისა და კვლევის ცენტრი

მოფიდის უნივერსიტეტი, ინტერდისციპლინარული განათლებისა და კვლევის ცენტრი

მიუხედავად იმისა, რომ მოფიდის უნივერსიტეტი 1989 წელს დაარსდა, იგი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ირანის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლად  ითვლება. მთავარი იდეა, რასაც მოფიდის უნივერსიტეტის დაარსება მოჰყვა, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და რელიგიურ ფონდებს შორის მეტი კომუნიკაციისთვის კვლევაზე ორიენტირებული სივრცის შექმნა იყო. ამრიგად, მოფიდის უნივერსიტეტმა ფუნქციონირება დაიწყო, როგორც ირანის ერთ-ერთმა სპეციალიზებულმა ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტმა და ყუმის პროვინციის მოწინავე უნივერსიტეტის წოდებაც მოიპოვა.

დაარსების დღიდან დასახული მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით, უნივერსიტეტს სახელგანთქმული შიიტი მეცნიერის, შეიხ მოფიდის სახელი ეწოდა. მუჰამედ იბნ მუჰამედ იბნ ნუმანი, ცნობილი ზედსახელით მუჰამედ ალ-მუფიდი, გამოჩენილი შიიტი მეცნიერი და ღვთისმეტყველი, 948-1022 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ბევრი თეოლოგიური საკითხი, რომელიც დღეს მიღებულია შიიტურ მეცნიერთა შორის, პირველად ამ მეცნიერის შრომებშია ნახსენები. ზოგიერთი ისტორიული ტექსტის მიხედვით, შეიხ მოფიდმა სიცოცხლის განმავლობაში 200-ზე მეტი წიგნი დაწერა, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც არის ხელმისაწვდომი.

უნივერსიტეტში სწავლისა და კვლევითი საქმიანობის პირობები

მოფიდის უნივერსიტეტი ექვსი ფაკულტეტს მოიცავს: ეკონომიკის, იურიდიული, ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა, თეოლოგიის და ინგლისური ენის. უნივერსიტეტი ახორციელებს სამსაფეხურიან (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლებას, 31 საგანმანათლებლო პროგრამაზე.

უნივერსიტეტში მიღება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. გარდა ამ გამოცდებისა, სასულიერო სემინარიის სტუდენტებისთვის უნივერსიტეტი დამატებით სპეციალურ გამოცდას ატარებს. ასევე შესაძლებელია ზოგიერთ მიმართულებაზე სტუდენტების მიღება გამოცდის გარეშე. 2023 წლის მონაცემით, მოფიდის უნივერსიტეტში დაახლოებით 1500 სტუდენტი სწავლობს.

მიუხედავად იმისა, რომ მოფიდის უნივერსიტეტი კერძო უმაღლესი სასწავლებელია, ის წარჩინებულ სტუდენტებს ათავისუფლებს სწავლის გადასახადისგან. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სტუდენტებს აგრეთვე შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამით.

კვლევითი საქმიანობის მაქსიმალურად ინტეგრირების მიზნით, მოფიდის უნივერსიტეტის შეიქმნა ოთხი კვლევითი ცენტრი:

• ადამიანის უფლებათა კვლევის ცენტრი: ცენტრმა უშაობა 2003 წელს დაიწყო. ცენტრის მთავარი მიზანია ადამიანის უფლებათა სფეროში ცოდნისა და ცოდნის პროდუქტების წარმოება და ლიტერატურის განვითარება, ინტერდისციპლინურ კვლევებსა და ისლამურ სწავლებებზე აქცენტით.

• ეკონომიკური კვლევების ცენტრი: საზოგადოების მზარდმა საჭიროებებმა განაპირობეს რელიგიური ლიტერატურიდან შესაბამისი პასუხების, როგორც კრიზისების დაძლევის ერთ-ერთი მთავარი გამოსავლის მოძიება. სწორედ ამ მიზნით, 2005 წელს შეიქმნა ეკონომიკური კვლევების ცენტრი. დღეისათვის, ცენტრმა არაერთ საერთაშორისო დონის კონფერენციას უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის დარგის სპეციალისტმა.

• ყურანის კვლევის ცენტრი: ცენტრი დაარსდა 2006 წელს. მისი მთავარი ამოცანაა გააძლიეროს ინტერდისციპლინარული კვლევა, ისლამის წმინდა წიგნზე ყურანზე აქცენტით.  ცენტრის მიერ 2014 წლიდან გამოიცემა სპეციალიზებული ჟურნალი „თანამედროვე რელიგია და სამყარო“.

• შედარებითი სამართლის კვლევის ცენტრი: იურიდიული საკითხები დიდწილად დაკავშირებულია რელიგიურ სწავლებებთან. ამიტომ, 2009 წელს დაარსდა ცენტრი დაარსდა  შედარებითი სამართლის კვლევის ცენტრი, რათა უპასუხოს გამოწვევებს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ კითხვებს თანამედროვე სამართლებრივი სისტემების შესწავლით. ჩატარებული კვლევების შედეგები ქვეყნდება ორწლიური სამეცნიერო კვლევით ჟურნალში „შედარებითი სამართალი“.

 

მოფიდის უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობა

უცხოელი სტუდენტების მოზიდვისა და მათთვის მომსახურების გაწევის მიზნით, მოფიდის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს „უცხოელ სტუდენტთა მომსახურების ცენტრი“. ცენტრმა საქმიანობა 2018 წელს დაიწყო. ცენტრის საქმიანობა ისეთ სერვისებს, როგორიცაა პასპორტების და ვიზების გაცემა და საცხოვრებლის უზრუნველყოფა.

უნივერსიტეტმა, თავისი საქმიანობის მანძილზე, ურთიერთობა დაამყარა სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და კვლევით ცენტრთან. მოფიდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ღონისძიებების მონაწილეთა შორის არიან კვლევითი და უმაღლესი განათლების ერთეულების ამერიკიდან, კანადადან, გერმანიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ავსტრალიიდან, ირლანდიიდან, ლუქსემბურგიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტედან, ტუნისიდან, მაროკოდან, ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან, მალაიზიიდან, ინდონეზიიდან, ფილიპინებიდან, ტაჯიკეთიდან, კატარიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, ლიბანიდან და ერაყიდან.

სახელი მოფიდის უნივერსიტეტი, ინტერდისციპლინარული განათლებისა და კვლევის ცენტრი
ქვეყანა ირანი
ტიპიარაკომერციული
სტუდენტების საერთო რაოდენობა3000
კონტაქტები۰۲۵۳۲۹۲۵۷۶۱
ვებგვერდიhttps://www.mofidu.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: