წარმომადგენლობა
მარაყეს უნივერსიტეტი

მარაყეს უნივერსიტეტი

მარაყეს უნივერსიტეტი

ასობით წლის წინ მარაყე ირანის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრი იყო. XIII საუკუნეში ირანელმა პოლიტიკოსმა და მეცნიერმა ხოჯა ნასირ ად-დინ თუსიმ ამ ქალაქში ობსერვატორია ააშენა. გარდა იმისა, რომ ეს ობსერვატორია ვარსკვლავებზე დაკვირვების ადგილი იყო, ის ასევე იყო იმდროინდელი მეცნიერების შეხვედრის ადგილი მთელი მსოფლიოდან, ვიდრე ჩინეთიდან ევროპამდე. მიუხედავად იმისა, რომ მარაყეს ობსერვატორია ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა და დღეს აღარ არსებობს, მარაყე კვლავაც უმაღლესი განათლების და სამეცნიერო ცენტრის ფუნქციას ითავსებს. მარაყეს უნივერსიტეტი ამ ქალაქის უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანესი ცენტრია, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულში მნიშვნელოვნად პროგრესირებს.

 

მარაყეს უნივერსიტეტის ისტორია

მარაყეს სასოფლო-სამეურნეო სკოლა დაარსდა 1987 წელს. ეს საგანმანათლებლო კერა ორ ათწლეულზე მეტი ხნისა და მრავალი ცვლილების შემდეგ მარაყეს უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. სასოფლო-სამეურნეო სკოლა დაარსებიდან 11 წლის შემდეგ ჯერ ინსტიტუტად გადაკეთდა. შემდეგ ეტაპზე, რამდენიმე საგანმანათლებლო ჯგუფის დამატების შედეგად 2005 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო კომპლექსად და საბოლოოდ, 2009 წელს, მარაყეს უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.

მარაყეს უნივერსიტეტი აშენებულია 110 ჰექტარ მიწის ფართობზე და დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის დედაქალაქ თავრიზიდან დაახლოებით 130 კილომეტრითაა დაშორებული.

 

მარაყეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა

მარაყეს უნივერსიტეტს ოთხი ფაკულტეტი აქვს: ჰუმანიტარული, საბაზისო მეცნიერებების, ტექნიკური ინჟინერიის და სოფლის მეურნეობის. ამ უნივერსიტეტის სტუდენტების რაოდენობა 4 ათას აღწევს, ხოლო აკადემიური პერსონალის რაოდენობა 160 შეადგენს. სტუდენტების 60%-ზე მეტი ბაკალავრიატის საფეხურზე იღებს განათლებას.

მარაყეს უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა იმართება კვლევისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ. ეს დეპარტამენტი თავის მთავარ მისიად მიიჩნევს ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობის ხელშეწყობას და სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო და კვლევითი განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

ქალაქ მარაყეს და მისი ობსერვატორიის ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, 2003 წელს დაარსდა მარაყეს უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტი, რომელიც მასპინძლობდა არაერთ მკვლევარს როგორც ირანის, ისე საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ცენტრიდან. გარდა ამისა, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტს ჩატარებული აქვს არაერთი სასწავლო კურსი.

ტექნოლოგიური ერთეულების ზრდის ცენტრი, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დეპარტამენტია, რომელიც დაარსდა 2011 წელს ინოვაციური იდეების მხარდაჭერისა და განვითარებადი ინდუსტრიული ერთეულების გაფართოებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნის მიზნით. ამ ცენტრმა თავისი საქმიანობის მანძილზე კარგი მხარდაჭერა გაუწია საუკეთესო იდეებს მრეწველობისა და ტექნოლოგიების სფეროებში. ამ ცენტრთან ასოცირდება ჯგუფი სახელწოდებით „მეწარმეობა და კომუნიკაცია ინდუსტრიასთან“, რომლის საქმიანობა მოიცავს პრაქტიკულ პროექტებში ფაკულტეტის წევრების როლის გაზრდას, უნივერსიტეტის შესაძლებლობების გამოყენებას ინდუსტრიული პრობლემების გადასაჭრელად და მეწარმეობის კონცეფციების შემუშავებას.

მარაყეს უნივერსიტეტში საქმიანობს "მარაყეთმცოდნეობის ფონდი". ფონდს ყავს ოთხი სამუშაო ჯგუფი „ისტორიის“, „კულტურის და ხელოვნების“, „მეცნიერების და ტექნიკის“ და „მშობლიური ლიტერატურის“. ამ ოთხ სამუშაო ჯგუფს ევალება ჩაატარონ კვლევა მარაყეს კულტურისა და ისტორიის ცოდნასთან დაკავშირებული კვლევისთვის დადგენილი მიმართულებების საფუძველზე.

 

მარაყეს უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიცია და საქმიანობა

Times Institute of Higher Education გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად,  2023 წელს მარაყეს უნივერსიტეტი აზიის უნივერსიტეტებს შორის 301-350 პოზიციას იკავებდა. ამრიგად, ეს უნივერსიტეტი 24-ე ადგილზეა ირანის უნივერსიტეტებს შორის. ირანის ბევრ საუკეთესო უნივერსიტეტთან შედარებით მარაყეს უნივერსიტეტის არც თუ ისე დიდი ისტორიის გათვალისწინებით,  ეს რეიტინგი მიუთითებს მარაყეს უნივერსიტეტის მზარდ ტენდენციაზე.

მარაყეს უნივერსიტეტის „საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახური“ ყოველწლიურად აცხადებს მიღებას უცხოელი სტუდენტებისთვის. ეს სამსახური ასევე პასუხისმგებელია ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმებასა და თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრაზე სხვა ქვეყნების სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან.

სახელი მარაყეს უნივერსიტეტი
ქვეყანა ირანი
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა3200
კონტაქტები04137278001
ვებგვერდიhttps://www.maragheh.ac.ir/

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: