წარმომადგენლობა
ქერმანშაჰის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი და მისი ექვსი ათწლეული მოღვაწეობის ბრწყინვალე მიღწევები

ქერმანშაჰის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი და მისი ექვსი ათწლეული მოღვაწეობის ბრწყინვალე მიღწევები

ქერმანშაჰის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი და მისი ექვსი ათწლეული მოღვაწეობის ბრწყინვალე მიღწევები

ქერმანშაჰის პროვინციას, რომელსაც ირანის ტერიტორიის 1,5% იკავებს, მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის ისტორიაში. პროვინციის დედაქალაქში,  ქერმანშაჰი მდიდარი საგანმანათლებლო შესაძლებლობებია. ქერმანშაჰის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი კი, უმაღლესი განათლების მთავარი ცენტრია ქერმანშაჰის პროვინციაში.

 

უნივერსიტეტის ისტორია

1968 წელს დაარსდა ქერმანშაჰის საექთნო სასწავლებელი. შვიდი წლის შემდეგ, სასწავლებელი გადაკეთდა სამედიცინო ინსტიტუტად, რომელიც ირანის დასავლეთ რეგიონების მოსახლეობას უწევდა მომსახურებას. ისლამური რევოლუციის გამარჯვების (1979წ.) შემდეგ უნივერსიტეტი სწრაფად განვითარდა და საბოლოოდ, 1985 წელს, სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტების სხვა უნივერსიტეტებისგან გამოყოფის კანონის მიღების შემდეგ, დამოუკიდებელ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.

ამჟამად უნივერსიტეტში 14 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტს ჰყავს 500-მდე აკადემიური პერსონალი და აქვს რვა ფაკულტეტი:

  1. ჯანდაცვა
  2. საექთნო და სამეანო საქმე
  3. მედიცინა
  4. პარამედიცინა
  5. ფარმაცია
  6. სტომატოლოგია
  7. კვების და კვების მრეწველობა
  8. სარეაბილიტაციო მეცნიერებები

ასევე, სონყორის საექთნო კოლეჯი და ისლამაბადის ჯანდაცვის ინსტიტუტი აფილირებულია ქერმანშაჰის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტთან.

უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ტექნოლოგიური პარკი  შეიქმნა მცირე და საშუალო კომპანიების, სამრეწველო კვლევისა და განვითარების ერთეულებისა და კვლევითი ინსტიტუტების მხარდასაჭერად, ასევე სხვა, ჯანდაცვაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო და კვლევით ერთეულებთან ურთიერთქმედების მიზნით. ილამის სამედიცინო უნივერსიტეტი და ქურთისტანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი ჩართულები არიან და თანამშრომლობენ ქერმანშაჰის სამედიცინო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური პარკის ადმინისტრირებაში.

უნივერსიტეტის ბაზაზე საქმიანობს ორი კვლევითი ინსტიტუტი "Health" და "Health Technology" სხვა 16 კვლევით ცენტრთან ერთად. ასევე, უნივერსიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ სამ საავადმყოფოში დაარსდა სამი კლინიკური კვლევის განვითარების განყოფილება. ასევე მუშაობს ცენტრი სახელწოდებით "ისლამური განათლებისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების ინტერდისციპლინარული კვლევები".

უნივერსიტეტი გამოსცემს ექვს საერთაშორისო დონის ჟურნალს ინგლისურ ენაზე.

 

ქერმანშაჰის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობა და სტატუსი

სხვადასხვა სარეიტინგო სისტემებზე დაყრდნობით, ქერმანშაჰის სამედიცინო უნივერსიტეტი ირანის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად მოიაზრებს მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროებში. 2021 წელს გამოქვეყნებულ ISC-ის რეიტინგში უნივერსიტეტი 501-600პოზიციას იკავბეს სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებების საგნობრივ სფეროში და მეექვსე ადგილზეა ირანის უნივერსიტეტებს შორის. 2023 წლის შანხაის რეიტინგში ქერმანშაჰის სამედიცინო უნივერსიტეტი დასახელდა ირანის საუკეთესო უნივერსიტეტად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და ირანის მეორე საუკეთესო უნივერსიტეტად კლინიკური მედიცინის დარგში. ორივე დისციპლინაში ქერმანშაჰის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი 201-300 პოზიციას იკავებს.

უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, რომელიც უცხოურ კვლევით ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო და კვლევითი თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებასთან ერთად პასუხისმგებელია უცხოელი სტუდენტების მოზიდვასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებაზე, ყოველწლიურად აცხადებს მიღებას  უცხოელი სტუდენტებისთვის. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ქერმანშაჰის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში 600-ზე მეტი არაირანელი სტუდენტი სწავლობდა. საერთაშორისო სტუდენტების მხარდასაჭერად, უნივერსიტეტი მათ სთავაზობს საკონსულო და საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომსახურებას.

სახელი ქერმანშაჰის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი და მისი ექვსი ათწლეული მოღვაწეობის ბრწყინვალე მიღწევები
ქვეყანა ირანი
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი201
ტიპისამთავრობო
სტუდენტების საერთო რაოდენობა6200
უცხოელი სტუდენტების რაოდენობა600
კონტაქტები08338358943
ვებგვერდიhttps://www.kums.ac.ir/
Leaflet | Map data © OpenStreetMap contributors, Imagery © Mapbox

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: