
ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტი
ისპაჰანი ირანის ერთ-ერთი ისტორიული ქალაქია, სადაც ირანული და ისლამური ხელოვნების მრავალი ასპექტი ყველაზე ლამაზად არის წარმოჩენილი. ბუნებრივი, მხატვრული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნების გამო, ამ უძველეს ქალაქს ირანელი ხალხი "სამყაროს ნახევარს" უწოდებს. ამ მდიდარმა გამოცდილებამ განაპირობა ორიგინალური ირანული ხელოვნების შენარჩუნების და სახელოვნებო განათლების სათანადო დონეზე შენარჩუნების მცდელობა. ამ მიზნით ქალაქში არაერთი სამხატვრო სკოლა დაარსდა. რამდენიმე ათწლეულის წინ, ისპაჰანური ტრადიციული რეწვის და ხელსაქმის ტექნიკის სწავლება ხდებოდა ოსტატიდან შეგირდზე ზეპირი ცოდნის გადაცემით. მაგრამ ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტის, ირანის ოთხი სპეციალიზებული სახელოვნებო უმაღლესი განათლების ცენტრიდან ერთ-ერთის დაარსებით, ტრადიციული და ახალი ხელოვნების დარგების სპეციალიზებულმა სწავლებამ, განსხვავებული არსი შეიძინა.
ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტის ისტორია
ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტის წინამორბედი „ისპაჰანის ფარდისის კოლეჯი“ დაარსდა1977 წელს. თავდაპირველად ისპაჰანის ფარდისის კოლეჯი ფარაბის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში არსებობდა, ხოლო ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წელს, როდესაც ფარაბის უნივერსიტეტი გაერთიანდა ოთხ სხვა ხელოვნების საგანმანათლებლო სასწავლებელთან და თეირანის ხელოვნების უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა, ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტმა ცალკე, დამოუკიდებელ უნივერსიტეტად განაგრძო საქმიანობა.
ამ სასწავლებლის დაარსების მთავარი მიზანი იყო სპეციალისტების მომზადება ისტორიული ძეგლებისა და არტეფაქტების რესტავრაციისა და კონსერვაციის სფეროში. ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების პირველ ცენტრია, რომელიც ამზადებდა სპეციალისტებს არქეოლოგიის, ფერწერის, ინტერიერის დიზაინის, მშენებლობის, ქიმიისაა და საფეიქრო საქმის დარგებში. ასევე სტუდენტებს ჰქონდათ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა შესაძლებლობა ასპირანტურაში ორი მიმართულებით „ძეგლების რესტავრაცია“ და „ისტორიული ნივთების აღდგენა“.
საბოლოოდ, საგანმანათლებლო ერთეულებისა და დისციპლინების დამატების შემდეგ, 2000 წელს ეს კოლეჯი უნივერსიტეტად გადაკეთდა სადაც დღეისათვის 125 ფაკულტეტის წევრია.
ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტის უნიკალური მდებარეობა
ამ უნივერსიტეტის უნიკალური მდებარეობა ქალაქ ისპაჰანში, ავთენტური ირანული და ისლამური ხელოვნების ცენტრში, სტუდენტებს აძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობას, ისწავლონ გამორჩეულ მხატვრულ ატმოსფეროში. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეები განლაგებულია ისტორიულ შენობებში, რაც იდეალური შესაძლებლობაა ხელოვნების დისციპლინების შესასწავლად.
ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტი ითვლება რესტავრაციის სამეცნიერო ცენტად ირანში და ის ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურის საფეხურზე ორი მიმართულებით - „მატერიალური კულტურის ნაშთების რესტავრაცია“ და „ძეგლების აღდგენა“.
ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა
ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტში სამი ათასი სტუდენტი სწავლობს ხუთ ფაკულტეტზე: "ხელოვნებისა და მეწარმეობის კვლევის ფაკულტეტი", "კონსერვაციისა და რესტავრაციის ფაკულტეტი", "ხელოსნობის და ხალხური რეწვის ფაკულტეტი", "არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების ფაკულტეტი" და "ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტი".
უნივერსიტეტი აქვეყნებს ოთხ სპეციალიზებულ ჟურნალს ხელოვნების, ძეგლების რესტავრაციის, შედარებითი კვლევების და ძველი აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სფეროებში, სადაც ქვეყნდება უნივერსიტეტის მკვლევრების და სტუდენტების უახლესი კვლევის შედეგები.
უნივერსიტეტის „ხელოვნების განვითარების სპეციალიზებული ცენტრი“ არის კიდევ ერთი განყოფილება, რომელიც შეიქმნა ხელოვნებისა და კულტურის ინდუსტრიების კომერციალიზაციის მიზნით, რათა შექმნას შესაფერისი გარემო ხელოვნებაზე დაფუძნებული კომპანიების ფორმირებისთვის, კრეატიული ინდუსტრიების ბაზირებისთვის, ხელოვნებაზე დაფუძნებული მეწარმეობასა და ბიზნესზე დაფუძნებული სიმდიდრის გამომუშავების მიზნით. ეს ცენტრი დაარსდა 2015 წელს ისპაჰანის სამეცნიერო და კვლევით ქალაქთან თანამშრომლობით და ამ დრომდე 30-ზე მეტი კომპანია და ცენტრია წარმოდგენილია აქ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ხელოსნობის და ხალხური რეწვის, ტურიზმის, სამრეწველო დიზაინის, კულტურული პროდუქტების, კინემატოგრაფიული ნაწარმის, ანიმაციის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სფეროებთან.
უნივერსიტეტის სამეცნიერო და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი პასუხისმგებელია საუნივერსიტეტო ურთიერთობების გაფართოებაზე საერთაშორისო დონეზე. დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო შეხვედრების დაგეგმვას, საუნივერსიტეტო სამეცნიერო ღონისძიებების გამართვას უცხოურ კვლევით ინსტიტუტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობის დამყარების გზით. უცხოელი სტუდენტების მიღების პირობების განსაზღვრა და უცხოელი სტუდენტების მიღების წესებისა და პროცედურების გაცნობა ასევე ხდება ამ დეპარტამენტის მიერ.
სახელი | ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | სამთავრობო |
კონტაქტები | ۰۳۱۳۶۲۴۸۰۸۹ |
ვებგვერდი | https://en.aui.ac.ir/ |










შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: