
ბაყერ-ოლ-ოლუმის უნივერსიტეტი - პასუხი გლობალურ გამოწვევებს
ყუმის ბაყერ-ოლ-ოლუმის უნივერსიტეტი არის ირანის ერთ-ერთი არასამთავრობო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ისლამური ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში. ამ უნივერსიტეტს, რომელიც ყუმის სემინარიის ისლამური პროპაგანდის ოფისის მეთვალყურეობის ქვეშ ფუნქციონირებს, თავიდანვე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სასულიერო სემინარიებთან და სტუდენტებს ძირითადად რელიგიით დაინტერესებულ სტუდენტებს შორის ირჩევს. ისლამური იურისპრუდენციის ჭრილში მსოფლიოს აქტუალური საკითხების შესწავლა და ისლამური ტექსტებიდან საზოგადოებების საჭიროებებსა და კითხვებზე პასუხების გაცემა, ბაყერ-ოლ-ოლუმის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
უნივერსიტეტის ისტორია
სასულიერო სასწავლებლის სტუდენტების საჭიროებამ გააუმჯობესონ პოლიტიკური ცნობიერების დონე და კომუნიკაცია ისლამურ სამყაროსთან და მსოფლიო კულტურებთან, ჩამოაყალიბა ბაყერ-ოლ-ოლუმის უნივერსიტეტის დაარსების იდეა. ამრიგად, 1984 წელს ფუნქციონირება დაიწყო ამ უნივერსიტეტის პირველმა განყოფილებამ, რომლის ფუნქციონირების პირველ წლებში ტარდებოდა მოკლევადიანი ზოგადი და სპეციალიზებული სასწავლო კურსები. 1987 წლიდან ყუმის სემინარიის პროპაგანდის ოფისის პოლიტიკური განათლების კურსებმა უფრო თანმიმდევრული ფორმა მიიღო და სასწავლებლის სტუდენტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. ბაყერ-ოლ-ოლუმის უნივერსიტეტის სასწავლო კურსებზე დასწრება, სემინარიის კურსებზე დასწრებით იყო განპირობებული.
1992 წელს მიიღეს შესაბამისი ორგანოების თანხმობა „საგანმანათლებლო დაწესებულების“ „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად“ გარდაქმნის შესახებ და საბოლოოდ, მისი საქმიანობის გაფართოების შემდეგ, 2006 წლის დასაწყისში უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა
ბაყერ-ოლ-ოლუმის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრუქტურა ოთხ ფაკულტეტს მოიცავს:
• უცხო ენების ფაკულტეტი, ოთხი სასწავლო პროგრამით: ინგლისური, არაბული, ფრანგული და გერმანული ენები.
• კულტურა, სოციალური და ქცევათმეცნიერებები; მოიცავს სამ სასწავლო პროგრამას: სოციალური მეცნიერებები, სტრატეგიული მენეჯმენტი, კულტურული კვლევები და კომუნიკაცია.
• ისტორიისა და პოლიტიკური კვლევების ფაკულტეტი მოიცავ სამ სასწავლო პროგრამას: პოლიტიკური კვლევები, ისტორია და კულტურული კვლევები.
• ფილოსოფიისა და ეთიკის ფაკულტეტი. მოიცავს სამ სასწავლო პროგრამას: ფილოსოფია და თეოლოგია, ეთიკა და განათლება და დამატებითი ფილოსოფიები.
სახელი | ბაყერ-ოლ-ოლუმის უნივერსიტეტი - პასუხი გლობალურ გამოწვევებს |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | სამთავრობო |
კონტაქტები | 025321360 |
ვებგვერდი | http://www.bou.ac.ir/Portal/Home/ |




შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: