ეკოტურიზმი ირანში
ეკოტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ეკოტურიზმი არის „პასუხისმგებლობით აღსავსე მოგზაურობა ბუნებრივ ზონებსა და რეგიონებში, რომლის დროსაც ხდება გარემოს დაცვა და რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას”, ასე რომ, ეკოტურისტები მოგზაურობის დროს უფრთხილდებიან იმ გარემოს სადაც მოგზაურობენ და ზრუნავენ მასზე. ასეთ ტურისტებს მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა.
ირანი ერთ–ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, სადაც მოგზაურობა ოთხივე სეზონზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გთავაზობთ. ირანში სხვადასხვა სეზონზე მოგზაურობა გამორჩეულ და განსხვავებულ შეგრძნებებსა და თავგადასავლებს ნიშნავს.
დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში ეკოტურიზმი სრულიად ახალ მიმართულებად არის მიჩნეული. ირანს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ეკოტურიზმის განვითარებისათვის, რადგან მას მრავალფეროვანი ბუნებრივი ზონები (მთები, უდაბნოები, ტყეები, ტბები, ზღვა...), მიმზიდველი ლანდშაფტები, ხელუხლებელი უნიკალური ფლორისა და ფაუნის რელიქტური და ენდემური სახეობები აქვს. ეს ყველაფერი ირანს ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და საყვარელ დანიშნულების ადგილად აქცევს.
ირანი ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მსოფლიოს ხუთ ქვეყანას შორისაა. აქ ბინადრობს ფრინველის 519 სახეობა, ძუძუმწოვრების 172 სახეობა, ქვეწარმავლების 199 სახეობა, ამფიბიების 20 სახეობა, თევზის 173 სახეობა, იზრდება მცენარის 9000 სახეობა. არსებობს 9 ბიოსფერული რაიონი, 50 შიდა ტბა, 548,000 კმ სანაპირო ზოლი ჩრდილოეთით და სამხრეთით, უამრავი კუნძული, 23 ეროვნული პარკი, ველური ბუნების 35 ნაკრძალი და 111 დაცული ტერიტორია. ირანული ეკოტურიზმი მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა მთის და უდაბნოს ლაშქრობები, სანაპირო ზონებსა და ჭარბტენიან ადგილებში ფრინველებზე დაკვირვება, დაივინგი, ალპინიზმი და კლდეზე ცოცვა, ჯომარდობა, ლაშქრობა, საფარი და მრავალი სხვა.
ირანში მთელი რიგი ბუნებრივი პარკები და დაცული ტერიტორიებია, მათ შორის გოლესთანის ეროვნული პარკი, დაშთე ქავირ-ი, ლარი, ხოშ ეილაღი, ბახთეგანის ტბა და ბამუს მთა და სხვა.
სახელი | ეკოტურიზმი ირანში |
ქვეყანა | ირანი |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: