წარმომადგენლობა
ბაბოლის საკრებულო მეჩეთი

ბაბოლის საკრებულო მეჩეთი

ბაბოლის საკრებულო მეჩეთი

ნათლად ჩანს სხვადასხვა

ბაბოლის საკრებულო მეჩეთი მდებარეობს მაზანდარანის პროვინციის ქალაქ  ბაბოლში. მეჩეთის თავდაპირველი ნაგებობა VIII საუკუნით თარიღდება.

მეჩეთის ამჟამინდელი შენობა, ყაჯარული პერიოდისაა. ნაგებობას ნათლად ეტყობა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მასზე განხორციელებული სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების კვალი. მეჩეთს ორი შესასვლელი აქვს აღმოსავლეთით და დასავლეთით, რომლებსაც ორ, ვესტიბიულის ტიპის სივრცეში გადავყავართ. მეჩეთის დასავლეთ შესასვლელი კარის თავზე დატანებულია აიათები ყურანიდან. მეჩეთს ვრცელი შიდა ეზო აქვს, რომელსაც  გასწვრივ ერანდები და თაღებიანი ნახევრად ღია სამლოცველოების რიგი მიჰყვება. მეჩეთის სამხრეთ ნაწილში უხვადაა ნაგები თაღები, დიდი და მცირე ზომის გუმბათები, რომლებიც სვეტებს ეყრდნობა. სამლოცველოს დასავლეთით არის ძველი საკურთხეველი, ხოლო მის სამხრეთ მხარეს ორი ახალი შორენკეცებით მოპირკეთებული საკურთხეველია. საკურთხევლის ირგვლივ დატანებულია წარწერები და აიათები ყურანიდან.

სახელი ბაბოლის საკრებულო მეჩეთი
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: