ლიტერატურა / ფირდოუსის „შაჰ-ნამე“
„შაჰ-ნამეში“ მოთხრობილია მითოლოგიური, საგმირო ამბები და ირანის ისტორია ქაიუმარსის დროიდან იეზდიგერდ III-ის (632-651) სიცოცხლის ბოლომდე.
ფირდოუსიმ (940-1025) 981 წელს აბუ-მანსურის "მეფეთა წიგნის" გალექსვა დაიწყო. მან „შაჰ-ნამეს“ პირველი ხელნაწერი 994 წელს დაასრულა, საბოლოო ვერსიაზე მუშაობას კი 1010 წელს მორჩა.
გადმოცემის თანახმად, ფირდოუსიმ თავისი ნაწარმოები ვეზირის დახმარებით სულთან მაჰმუდ ღაზნელს წარუდგინა. სულთანმა ფირდოუსის შრომა სათანადოდ ვერ დააფასა, რის გამოც პოეტმა მას სატირა მიუძღვნა და ღაზნიდან ხორასანში გადავიდა. "შაჰ-ნამე" აბუ-მანსურის "მეფეთა წიგნის" გარდა ავესტასა და ბუნდაჰიშნს ეყრდნობა.
„შაჰ-ნამე" სპარსული სიტყვიერების საგანძურად მიიჩნევა. ავტორის თხრობის სტილი სადა და გასაგებია. ფირდოუსის "შაჰ-ნამეს" შინაარსი შეგვიძლია, სამ ნაწილად დავყოთ: 1. ლეგენდარული პერიოდი - ქაიუმარსის დროიდან მოყოლებული (უშანგი, თეიმურაზი, ჯემშიდი, ზააქი) ფრიდონის გამოჩენამდე. 2. საგმირო ამბები - ქავეს აჯანყებიდან როსტომის მკვლელობამდე და ესფანდიარის შვილის - ბაჰმანის გამეფებამდე. 3. ისტორიული პერიოდი - მაკედონელიდან ისლამამდე.
ეს პოემა, სპარსული ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლესი ფასეულობაა და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს შორის გამორჩეულ, ბრწყინვალე ადგილს იკავებს. ფირდოუსი ირანელი ხალხის დიდების მაუწყებელია, შაჰნამე კი - ირანელების ეროვნული და კულტურული იდენტობის ყველაზე სანდო წყარო.
პოემის ოთხ, ყველაზე გავრცელებულ ხელნაწერში ბეითების რაოდენობა შემდეგნაირია: 48 000, 52 000, 55 000 და 61 000 ბეითი. „შაჰ-ნამეს“ ცნობილი თარგმანებიდან შეგვიძლია, რამდენიმე თარგმანი გამოვყოთ: ბონდარი ესპაჰანის თარგმანი არაბულად, ფრიდრიხ ფონ შაკის - გერმანულად და ჟიულ მოლისა - ფრანგულად. ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“ შესახებ კარლ ჰერმან ეტემ, თეოდორ ნელდეკემ და ნიკოლას ტრუბნერმა ღირებული კვლევები დაწერეს.
სახელი | ლიტერატურა / ფირდოუსის „შაჰ-ნამე“ |
ქვეყანა | ირანი |
ავტორი | ჰაკიმ აბოლღასემ ფერდოუსი |
შექმნის პერიოდი | „შაჰ-ნამეში“ მოთხრობილია მითოლოგიური, საგმირო ამბები და ირანის ისტორია ქაიუმარსის დროიდან იეზდიგერდ III-ის (632-651) სიცოცხლის ბოლომდე. ფირდოუსიმ (940-1025) 981 წელს აბუ-მანსურის "მეფეთა წიგნის" გალექსვა დაიწყო. მან „შაჰ-ნამეს“ პირველი ხელნაწერი 994 წელს დაასრულა, საბოლოო ვერსიაზე მუშაობას კი 1010 წელს მორჩა. |
Template | Organized |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: