„ჰეზარდასთანი“
"ჰეზარდასთანი" 15 ეპიზოდიანი სატელევიზიო სერიალია, რომლის გადაღებებიც 1975 წლიდან 1988 წლამდე მიმდინარეობდა. სერიალის გადასაღებად ალი ჰათამიმ (სერიალის რეჟისორი) "კინოქალაქი" ააშენა, რომელსაც შემდეგ "ყაზალის ქალაქი" დაერქვა.
სერიალის მთავარი გმირი, რეზა ხოშნევისი, რომელსაც თავგადასავლებით სავსე ცხოვრება აქვს გამოვლილი, თეირანის პოლიტიკური მღელვარებებისგან და დაპირისპირებებისგან შორს, თავის მეუღლესთან, ყამარბანუსთან ერთად მაშჰადში ცხოვრობს. ერთ დღესაც, მათ მშვიდ ცხოვრებას ინსპექტორის გამოჩენა დაარღვევს. ინსპექტორი რეზას დააპატიმრებს და მუქარით, დაშინებითა და წამებით ცდილობს, გაურკვეველი დანაშაული აღიარებინოს.
ჰათამი შეეცადა, "ჰეზარდასთანი" ირანის თანამდროვე ისტორიის შესახებ აღმოსავლური თხრობის ტექნიკით გადაეღო. თუმცა გადაღებების ხანგრძლივმა პროცესმა და სცენარში შეტანილმა ცვლილებებმა აიძულა, თავისი პირვანდელი ჩანაფიქრისგან გადაეხვია. ჰათამის თქმით, "ჰეზარდასთანის" ამბები, მოვლენები და პერსონაჟები არც ისტორიულია და არც რეალური. "ჰეზარდასთანი" ჰათამის მიერ თანამედროვე ისტორიის და ცხოვრების მისტიკური, ინტუიციური გააზრების ნაყოფია.
სერიალს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას თავისი სიუჟეტი სძენს, რომელშიც ამბავი ქრონოლოგიურად არ არის მოთხრობილი, მაგრამ ეს მაყურებელს სულაც არ აბნევს.
აზათოლა ენთეზამის, დავოდ რაშიდისა და ჯაჰანგირ ფორუჰარის შესრულება, მეჰრდად ფახიმის გადაღება, ვალილა ხაქდანის და ისმაილ ერჰამსადრის ძალისხმევით შექმნილი დიზაინი და ძველი თეირანის დეკორაციები ამ სერიალის უპირატესობებს შორისაა.
ალი ჰათემის გარდაცვალების შემდეგ (1996), ვარუჟ ქარიმ-მასიჰიმ სერიალ "ჰეზარდასთანის" 2 კინოვერსია გადაიღო - "დამსჯელი რაზმი" და "თეირანი - ახალი დრო".
სახელი | „ჰეზარდასთანი“ |
ქვეყანა | ირანი |
წარმოების წელი | 1988 |
პროდიუსერი | ალი ჰათამი |
რეჟისორი | ირანის ტელევიზია |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: