წარმომადგენლობა
„იმამ ალი“

„იმამ ალი“

„იმამ ალი“

„იმამ ალი“ 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელესერიალია. სერიალის სიუჟეტი    უსმანის (უსმან იბნ აფანი - მესამე მართლმორწმუნე ხალიფა) მმართველობის ბოლო პერიოდის მოვლენებით იწყება და შიიტთა პირველი  იმამის - იმამ ალის (ალი იბნ-აბუ-თალიბი)  მოწამეობრივი აღსასრულით მთავრდება. დავუდ მირ-ბაყერის რეჟისორობით გადაღებული ეს სერიალი სიყვარულს, სიკვდილს, სამართლიანობას და სიმართლეს შეეხება. სიუჟეტი რელიგიურ თქმულებებსა და გადმოცმებს ეყრდნობა.

ამ სერიების წარმატება დავუდ მირ-ბაყერის  თეატრალურ სფეროში  მრავალწლიანი მოღვაწეობის და მისი უზადო გემოვნების შედეგია. „იმამ ალი“  საინტერესო რელიგიური თემატიკისაა და ისლამის დასაწყისსა და  იმამ ალის ცხოვრებას მოიცავს.

სერიალის  მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ, რეჟისორმა დავუდ მირ-სადეყიმ განაცხადა: „სერიალის სიუჟეტის 80 პროცენტი გამონაგონია,  რომელიც ისლამის ისტორიის კვლევის და გააზრების შედეგად დაიბადა.  20 პროცენტი ისტორიულია და ეს შეუსაბამო არ არის ფიქციური სიუჟეტისთვის, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სერიალი ისტორიული წყაროებიდანაა ამოსული“. 

სცენარის და დიალოგების ავტორი დავუდ მირ-სადეყია. მთავარი როლებს მსახიობები: დარიუშ არჯომანდი, მეჰდი ფათჰი, ვიშქა ასაიეში, მოჰამადრეზა შარიფინია, ბეჰზად ფარაჰანი, და ჯამშიდ მაშაიეხი ასრულებენ. მაზიარ ფართუ სერიალის კინოოპერატორია. მუსიკა ფარჰად ფახრ-ედ-დინის ეკუთვნის. დეკორაციაზე, კოსტიუმებსა და ვიზაჟზე მაჯიდ მირფახრაიმ და აბდოლა ესქანდარიმ იზრუნეს.

„იმამ ალის“ გადაღებები  1991 წლიდან 1997 წლამდე გაგრძელდა. სერიალს პროდიუსერობა ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი არხის თეატრის, სერიალის და კინოს ჯგუფმა გაუწია. სერიალი ერაყმა და აზერბაიჯანმა შეისყიდეს და  თავიანთ სახელმწიფო ტელევიზიებში უჩვენეს.   სერიალის „საუნდთრექი“ სადიყ თარიფის შესრულებით, ირანის მუსიკის ისტორიაში დარჩა.

 

 

.

სახელი „იმამ ალი“
ქვეყანა ირანი
წარმოების წელი1990
პროდიუსერიბიკ ძე
რეჟისორიმირბაგერი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: