
კაპიტანი ხორშიდი
კაპიტანი ხორშიდი
"კაბიტანი ხორშიდი" ნასერ თაყვაიმ ერნესტ ჰემინგუეის ნოველის - "ქონა და არქონის" თავისუფალი ინტერპრეტაციით გადაიღო. ფილმი ქვეყნის სამხრეთით მდებარე შორეულ კუნძულზე რამდენიმე გადასახლებულის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმს პროფესიონალური სტრუქტურა აქვს და კლასიკური კინოს პრინციპებს შეესაბამება. ლოკარნოს კინოფესტივალზე (1988) თაყვაის საუკეთესო ფილმისთვის ბრინჯაოს ლეოპარდი და ფულადი პრემია გადაეცა. უფრო ადრე, ერნესტ ჰემინგუეის ნოველის მიხედვით ფილმი ამერიკელმა რეჟისორმა, ჰოვარდ ჰოუქსმა გადაიღო (1944). მრავალი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ "ქონა და არქონის" მიხედვით გადაღებული ამ ორი ფილმიდან, "კაპიტანი ხორშიდი" უფრო ძლიერი და დამაჯერებელია.
კაპიტანი ხორშიდი ვინმე მისტერ ფარჰანისგან დავალებას იღებს, თავისი გემით რამდენიმე ადამიანი საზღვარზე გადაიყვანოს. კაპიტანი ქალაქის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცის, ხაჯე მაჯედის ზეწოლის ქვეშაა. თუმცა მას შემდეგ, რაც ხაჯე მაჯედის წყალობით თავის ქონებას დაკარგავს და გემის დაკარგვის საფრთხის წინაშეც დადგება, გადაწყვეტს, მიღებული დავალება ნებისმიერ ფასად შეასრულოს.
აღსანიშნავია ალი ნასირიანის (მისტერ ფარჰანი), დარიუშ არჯომანდის (კაპიტანი ხორშიდი), ფარვიზ ფურსამიმის (მალული) პროფესიონალური შესრულება და მეჰრდად ფახიმის დაუვიწყარი გადაღება და განათება.
სახელი | კაპიტანი ხორშიდი |
ქვეყანა | ირანი |
წარმოების წელი | 1986 |
პროდიუსერი | მოჰამედ ალი სულთანზადე - აარონ იეშაიაი |
რეჟისორი | ნასერ ტაქვაი |








შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: