თეატრი ირანში
თეატრი ირანში
ირანი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ისლამამდელ პერიოდშითეატრალურ ცენტრად იქცა და საშემსრულებლო ხელოვნებამ ერისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველივე საუკუნეებიდან დაიწყოფორმირება.
ირანულ თეატრალურ დრამატურგიას უძველესი დროიდან ჩაეყარასაფუძველი რასაც მოწმობს ირანის წერილობით ისტორია. საშემსრულებლოხელოვნება პოპულარული იყო როგორც სამეფო კარზე, ასევე უბრალო ხალხსშორის. ძველ ირანში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისიტრადიციებით, სცენური ტექნიკით, მდიდარი და მრავალფეროვანისანახაობრივი ფორმებით. წარმოდგენებში ხშირად უბრალო ხალხი იღებდამონაწილეობას.
ერთ-ერთი პირველი პიესებიდან შეიძლება დავასახელოთ სიაუშის დატირება ძველი ირანული ლიტერატურიდან, ფირდოუსის შაჰნამედან.
ისლამამდელი ირანის თეატრალურ წარმოდგენების მრავალფეროვანისახეობებიდანაა შაჰნამეხანი (შაჰნამეს კითხვა), თოჯინების თეატრი, კომედიური ხასიათის წარმოდგენები, დეკლამაცია და ა.შ. წარმოდგენებიიმართებოდა ტარდებოდა როგორც საჯარო, ისე სპეციალურად გამოყოფილსივრცეებში. საშემსრულებლო ხელოვნება და თეატრალური წარმოდგენები - როუზე ხანი, ფარდე ხანი, თაზიე, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობსისლამის შემდგომ პერიოდის ირანში.
ისლამურ პერიოდში ირანულ თეატრს ღრმა კავშირი ჰქონდა თაზიესთან, აშურასა და ქერბალას მოვლენებთან, იმამების და წინასწარმეტყველთაცხოვრებასთან. მეცხრამეტე საუკუნიდან ტრადიციულმა ირანულმა თეატრმათანდათანობით მიიღო თანამედროვე თეატრის სახე და შინაარსი; ნასერედინ შაჰ ყაჯარის სახელს უკავშირდება თანამედროვე თეატრის დაარსება. ამავე პერიოდიდან სპარსულ ენაზე იწერებოდა და იდგმებოდაარარელიგიური შინაარსის პიესები და წარმოდგენები. ამ პერიოდშიდაარსდა თეირანის თეატრი, ფირდოუსის თეატრი, ფარჰანგის თეატრი დასხვა.
ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, უკვე 1982 წლიდან, სახელოვნებო სფეროში ახალი პასუხისმგებელი პირების თანამდებობაზედანიშვნასთან და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის პოლიტიკისშემუშავებასთან ერთად განვითარდა და გაიზარდა თეატრალურიწარმოდგენების ხარისხი და რაოდენობა, ხოლო სხვადასხვა ფესტივალებისგამართვასთან ერთად, გაიზარდა თეატრალური სფეროს წარმოებისსტატისტიკა.
ფაჯრის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიცყოველწლიურად იმართება, თანამედროვე ირანული თეატრის შეფასებისეტალონია. დღეს ირანის სხვადასხვა ქალაქში ასობით თეატრალური დარბაზია; ხელოვნების ეს სფერო დაფასებულია ირანში და მას არაერთიბრწყინვალე წარმომადგენელი ჰყავს.
სახელი | თეატრი ირანში |
ქვეყანა | ირანი |
წარმოების წელი | 0 |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: