წარმომადგენლობა
სეიედ ჯემალედდინ ასადაბადი (1839-1897)

სეიედ ჯემალედდინ ასადაბადი (1839-1897)

სეიედ ჯემალედდინ ასადაბადი (1839-1897)

შაჰი თანამედროვე ისლამური სამყაროს მოაზროვნე და ფილოსოფოსი. დაიბადა ასადაბადში, ჰამედანში. ცხოვრობდა ავღანეთში, ინდოეთში (1857), შემდეგ ქაიროსა და სტამბულში. 1871 წლის მარტში ის დასახლდა ეგვიპტეში. გამოდიოდა კონსტიტუციური წესრიგის დამყარების მოწოდებებით. მას მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო  მუსულმანთა გაერთიანება ევროპული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში და მუსლიმური სახელმწიფოების კონფედერაციის შექმნა; მხარს უჭერდა სოციალურ თანასწორობისა და სამართლიანობის იდეებს ისლამის მორალურ და ეთიკურ სწავლებებზე დაყრდნობით. 1879 წელს იგი დააპატიმრეს და გაასახლეს ეგვიპტიდან. 1879 წლიდან 1882 წლამდე ის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა კალკუტასა და ჰაიდერაბადში. 1883 წლიდან ცხოვრობდა ევროპაში, კერძოდ ლონდონსა და პარიზში. 1886 წლიდან კი ცხოვრობდა ირანში, რუსეთში, ერაყშსა და ლონდონში.

იგი ითვლება ისლამური სოციალიზმის ერთ -ერთ წინამორბედად ან ფუძემდებლად. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომებია: 1. ნატურალიზმი - ჭეშმარიტება და არსი (ტრაქტატი - ნატურალიზმის უარყოფა) 2. ავღანეთის ისტორია, 3. ესთეტიკა. გარდაიცვალა სტამბულში.

სახელი სეიედ ჯემალედდინ ასადაბადი (1839-1897)
ქვეყანა ირანი

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: