იბნ ალ-მუკაფა, მწერალი და მთარგმნელი რომელმაც ირანული კულტურა გააცნო არაბულენოვან ქვეყნებს
მწერალი და მთარგმნელი აბუ მუჰამედ აბდოლაჰ იბნ ალ-მუკაფა, დაიბადა 724 წელს (მთვარის ჰიჯრის ჯალენდრის 106 წელს) ჯურში (ახლანდელი ფირუზაბადი), ფარსის პროვინციაში. ეკუთვნოდა დიდგვაროვან სპარსულ ოჯახს. დაბადებისას მიიღო ძველი ირანული სახელი რუზბე, რომელიც ისლამზე გადასვლის შემდეგ შეიცვალა და დაირქვა აბდოლჰი. მისი მამა იყო სახელმწიფო მოხელე, რომელიც უმაიადების დროს გადასახადების აკრეფაზე პასუხისმგებელი იყო და მას შემდეგ რაც დაადანაშაულეს მისთვის მინდობილი თანხის გაფლანგვაში, გაასამართლეს და წამებისას ხელი დაუზიანეს, აქედან მომდინარეობს სახელწოდება მუკაფა (გამხმარი, დამჭკნარი ხელი). ამ მიზეზით აბუ მუჰამედ აბდულაჰს, მეტსახელი "იბნ მუკაფა" მიანიჭეს.
ფარსის პროვინციის დატოვების შემდეგ, იბნ მუკაფა ქერმანში გაემგზავრა, სადაც მსახურობდა მდივნის თანამდებობებზე ქერმანის ომაიანთა სახალიფოს მმართველთა კარზე. ომაიანთა სახალიფოს დაშლის შემდეგ ის და მამამისი ქერმანიდან ბასრაში გაემგზავრნენ. იბნ ალ-მუკაფა, ბასრაში ჩასვლის შემდეგ, მასწავლებლების დახმარებით და ბეჯითი მეცადინეობით, სრულყოფილად დაეუფლა არაბულ ენას. მან ბასრაში დაახლოებით 10 წელი დაჰყო და ამბობენ, რომ მისი ნაწარმოებები სწორედ ამ პერიოდშია დაწერილი და თარგმნილი. „ქილილა და დამანას“ თარგმანი არაბულად, იბნ მუკაფას ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაშრომია. ეს თარგმანი კლასიკური არაბული პროზის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. "ქილილა და დამანა" , რომელიც საუკეთესო დიდაქტიკურ ნაწარმოებად არის მიჩნეული, დაწერილი იქნა სანსკრიტულ ენაზე და შენდეგ ითარგმნა საშუალო სპარსულზე. ეს არის წიგნი სადაც ამბავში ამბავია გადმოცემული. აქ მოყვანილ არაკებში ძირითადად ცხოველები მოქმედებენ. წიგნი დაწერილია სანსკრიტზე, შემდეგ ითარგმნა ფალაურ ენაზე; დედნის დაკარგვის შემდეგ ფალაური თარგმანი ძირითად მთარგმნ წყაროდ გამოიყენებოდა, და სწორედ ფალაურიდან ითარგმნა სირიულ და არაბულ ენებზე. მოგვიანებით ფალაური თარგმანიც დაიკარგა და ყველა სხვა ენაზე თარგმნის საფუძველი და წყარო ქილილა და დამანას არაბული თარგმანი გახდა. არაბულ თარგმანში იბნ მუკაფამ „ქილილასა და დამანას“ წიგნს დაამატა თავი სახელწოდებით „ბორზუიე თაბიბი“. ეს თავი წარმოადგენს ექიმ ბორზუიეს თხრობას რომელიც აღწერს მისი შინაგან და ცნობიერ ქცევას, მის ბრძოლას ეგოსთან და ბედნიერების და ჭეშმარიტების ძიებას. ქილილასა და დამნას უამრავ თარგმანებს შორის, იბნ მუკაფას თარგმანი ერთადერთია, რომლის სიზუსტესა და ავთენტურობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.
ირანული კულტურის გაცნობა
"თაჯნამე" სასანიდური კოდექსი, „მაზდაკის წიგნი “ და „ქითაბ ოლ თაჯ", იმ ნაწარმოებებს შორისაა, რომლებიც იბნ მუკფაამ საშუალო სპარსულიდან არაბულ ეაზე თარგმნა. ამ თარგმანებით იბნ მუკაფმამ არაბულ ქვეყნებს ირანული კულტურა გააცნო. ამბობენ, რომ არაბები ბერძენი ფილოსოფოსების შემოქმედებას პირველად იბნ მუკაფის თარგმანებით ეზიარნენ. იბნ მუკაფამ არაბულად თარგმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნაშრომები, როგორიცაა არისტოტელეს "კატეგორიები". დიდაქტიკური ტრაქტატები "ალ-ადაბ ალ-ქაბირ", "ალ-ადაბ ალ-საღირ" და "რისალე ას-საჰაბა" იბნ მუქაფას ავტორობით შექმნილი მნიშვნელოვანი ნაშრომებია. იბნ მუკაფა სამართლიანად მიიჩნევა არაბული სიტყვაკაზმული ხელოვნების დიდოსტატად. იბნ მუკაფას "ქილილა და დამანა" არაერთხელ ითარგმნა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.
მკვლელობის ამბავი
ამბობენ, რომ იბნ მუკაფას სიკვდილს პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა. ყველა ცნობით, ის 36 წლის ასაკში მოკლეს. მისი მკვლელობია ორი ვერსია არსებობს. პირველი, თითქოს ბასრას მმართველმა ერესის ბრალდებით, მისი მოკვლა ბრძანა. ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოა. მეორე ვერსიი თანახმად, ის აბასიანთა მეორე ხალიფა მანსურის რისხვას ვერ გადაურჩა.
სახელი | იბნ ალ-მუკაფა, მწერალი და მთარგმნელი რომელმაც ირანული კულტურა გააცნო არაბულენოვან ქვეყნებს |
ქვეყანა | ირანი |
მეტსახელი | იბნ მუკაფა |
შექმნის პერიოდი | მე-8 საუკუნე (ჰიჯრით მე-2 საუკუნე) |
შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: