წარმომადგენლობა
მაჰმუდ ფარშჩიანი

მაჰმუდ ფარშჩიანი

მაჰმუდ ფარშჩიანი

ძველი ირანული მხატვრობის ამაღორძინებელი და ირანული მხატვრობის საკუთარი სკოლის დამაარსებელი, მაჰმუდ ფარშჩიანი, დაიბადა 1930 წლის 24 იანვარს ქალაქ ისპაჰანში. სწორედ ამ ქალაქში შეისწავლა მან მხატვრობა და სკულპტურა.

ფარშჩიანის მამა, ხალიჩის გამყიდველი, შეყვარებული იყო ხელოვნებაზე და მისი სიყვარული თავის შვილსაც ჩაუნერგა. ფარშჩიანმა საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოავლინა ინტერსი ხელოვნების მიმართ; სხვადასხვა დროს მისი მასწავლებლები იყვნენ ჰაჯი მირზა-აღა ემამი და ისა ბაჰადორი. ისპაჰანში სახვითი ხელოვნების სკოლის დამთავრების შემდეგ, ის გაემგზავრა ევროპაში, სადაც შეისწავლა ევროპული მიმართულებები მხატვრობასა და ხელოვნებაში.

ირანში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სახვითი ხელოვნების ეროვნულ ინსტიტუტში (შემდგომში ხელოვნებისა და კულტურის სამინისტრო); მალევე დაინიშნა ნაციონალური ხელოვნების დეპარტამენტის დირექტორად; არის თეირანის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების სკოლის პროფესორი.

მაჰმუდ ფარშჩიანი, ირანული მხატვრობის საკუთარი სკოლის დამაარსებელი, კლასიკურ სტილის დაცვით და ახალი ტექნიკის გამოყენების საშუალებით, ირანულ მხატვრობას ახალ მასშტაბებს სძენს. ფარშჩიანმა შესძლო დაერღვია საუკუნეების განმავლობაში გამყარებულიი სიმბიოზი ირანულ მხატვრობას, პოეზიას და ლიტერატურას შორის და მხატვრობას ახალი სიცოცხლე და დამოუკიდებლობა შესძინა. მძლავრი, დინამიური და ექსპანსიური ტილოები - ტრადიციულისა და თანამედროვეობის მიმზიდველი შერწყმა - მისი უნიკალური მხატვრობის სტილის ქმნიან.

მაჰმუდ ფარშჩიანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ირანული ხელოვნების საერთაშორისო სახელოვნებო არენაზე დამკვიდრებაში. მისი შესანიშნავი ნამუშევრები მალევე გასცდა ირანის საზღვრებს და მოიცვა მთელი მსოფლიო. მაჰმუდ ფარშჩიანის ნახატების 57 ინდივიდუალური და 86 ჯგუფური გამოფენეა მოეწყო ირანში, ევროპის, ამერიკის და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ტილოები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში. მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული კულტურული ორგანიზაციის ჯილდო.

ამჟამად მაჰმუდ ფარშჩიანი აშშ-ში, ნიუ ჯერსიში ცხოვრობს. ის ხშირად სტუმრობს ირანს. 2001 წელს, საადაბადის ისტორიულ-კულტურულ კომპლექსში, გაიხსნა მხატვრის მუზეუმი, სადაც დაცულია მისი ორმოცდაათზე მეტი ნამუშევარი.

სახელი მაჰმუდ ფარშჩიანი
ქვეყანა ირანი
მუშაობსფერწერა - მინიატურა

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: