წარმომადგენლობა
გოლაბგირი (ვარდის წყლის გამოხდა)

გოლაბგირი (ვარდის წყლის გამოხდა)

გოლაბგირი (ვარდის წყლის გამოხდა)

გოლაბგირი (ვარდის წყლის გამოხდა)

გოლაბგირი, სიტყვასიტყვით ვარდის წყლის გამოხდა, ძველი და სანახაობრივი ცერემონია ირანში 1000 წლიანი ისტორიით, რომელიც ყოველწლიურად მაისის შუა რიცხვებიდან იწყება. ვარდის წყლის გამოხდის მდიდარი ტრადიციებით გამოირჩევა ირანის არაერთი ქალაქი თუ სოფელი, მათ შორის ქაშანი, ყამსარი, მეიმანდი, ნიასარი, ვანი, სარი, სადე, ვადყანი, ლაიზენგანი, დარაბი, მეჰრიზი, ბარზაქი, აზვარი, ლალეზარ ბარდსირი, შაჰმირზად, დამღანი, ვამარზანი, დოდანგე და სხვა.

ვარდის წყლის დასამზადებლად გამოიყენება ვარდის სპეციალური ჯიში "დამასკური ვარდი (სპარსულად "გოლე მოჰამად"). ყვავილების კრეფის პროცესს თან ახლავს  განსაკუთრებული რელიგიური რიტუალი.

სოფელ ყამსარში დამზადებული ვარდის წყალი, ხარისხის თვალსაზრისით, მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა. ვარდის წყალი ხარისხის მიხედვით რამდენიმე კატეგორიად იყოფა: მძიმე ვარდის წყალი (პირველი ხარისხი), მსუბუქი ვარდის წყალი (მეორე ხარისხი), ორნახადი ან სამნახადი, წყლის შერევით გამოხდილი ვარდის წყალი (დაბალი ხარისხის)  და ვარდის ეთერზეთი.

ვარდის წყალი გამოიყენება კულინარიაში, მედიცინასა და კოსმეტიკაში; ირანის ვარდის წყალს რელიგიური დატვირთვაც აქვს; საკულტო ნაგებობებში გამოიყენება როგორც ღვთის სახლის გამწმენდი და ჰაერის არომატიზატორი.

სახელი გოლაბგირი (ვარდის წყლის გამოხდა)
ქვეყანა ირანი
ტიპი1

კულტურისა და ისლამური ურთიერთობების ორგანიზაცია, ერთ-ერთი ირანული ორგანიზაციაა, რომელიც დაკავშირებულია კულტურის და ისლამური ხელმძღვანელობის სამინისტროსთან დაარსდა 1955 წელს.[მეტი]

შეიყვანეთ თქვენი ტექსტი და დააჭირეთ Enter-ს

შრიფტის ზომის შეცვლა:

შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:

შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:

შეცვალეთ მაუსის ტიპი: