
ურმიის სამედიცინო უნივერსიტეტი, უმაღლესი სამედიცინო განათლების უძველესი ცენტრი ირანში
ურმიის სამედიცინო უნივერსიტეტი შეიძლება ჩაითვალოს ირანის უძველეს უნივერსიტეტად, სადაც სწავლობენ სტუდენტები თანამედროვე სამედიცინო მეცნიერებების დარგებში. XIX საუკუნის ბოლოს ურმიაში დაბადებულმა ამერიკელმა ექიმმა ჯოზეფ კოკრანმა ურმიაში დააარსა სამედიცინო კოლეჯი. ამ კოლეჯმა, რომელიც ცნობილი იყო სახელით "ვესტმინსტერის კოლეჯი", მუშაობა 1878 წელს დაიწყო, მაგრამ 1905 წელს დოქტორ კოკრანის უეცარმა გარდაცვალებამ გამოიწვია კოლეჯის დახურვა. კოლეჯმა 27 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე აღზარდა 26 ირანელი ექიმი.
ურმიის უნივერსიტეტი 1965 წელს დაარსდა, უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტმა მისმა ოფიციალურად მუშაობა დაიწყო 1977 წელს და პირველ ჯერზე 48 სტუდენტი მიიღო. ირანის ისლამური პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შემდეგ სამედიცინო მეცნიერებების ცაკლე უნივერსიტეტებად გამოყოფის შესახებ, ურმიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი გადაკეთდა ურმიის სამედიცინო მეცნიერებათა დამოუკიდებელ უნივერსიტეტად.
ურმიის სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა:
უნივრსიტეტს ჰყავს 300-ზე მეტი აკადემიური პერსონალი. დღეისათვის უნივერსიტეტში 4300-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს შემდეგ ფაკულტეტებზე:
1. მედიცინის ფაკულტეტი
2. საექთნო და სამეანო საქმე
3. საზოგადოებრივი ჯანდაცვა
4. ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
5. ფარმაცია
6. სტომატოლოგია
ურმიის სამედიცინო უნივერსიტეტს ასევე აქვს საერთაშორისო ფილიალი, რომელიც დაარსდა 2013 წელს ირანელი და არაირანელი აპლიკანტების მისაღებად, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ასპირანტურაში სწავლით სამედიცინო მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში.
ურმიის სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს შვილობილი საგანმანათლებლო ერთეულები - საექთნო საქმის კოლეჯები ქალაქებში მიანდოაბი, მაჰაბადი, ნაყდე, ბუქანი და სალმასი. გარდა ამისა, ურმიის სამედიცინო უნივერსიტეტის ზედამხედველობით, შვიდი საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ცენტრი მუშაობს.
ორი კვლევითი ინსტიტუტი "კლინიკური კვლევები" და "მოლეკულარული და უჯრედული მედიცინა" უნივერსიტეტის მძლავრი კვლევითი ცენტრებია. კლინიკური კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა 2020 წელს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობს ხუთი კვლევითი ცენტრი. მოლეკულარული და უჯრედული კვლევითი ინსტიტუტის მეთვალყურეობის ქვეშ ასევე მუშაობს სამი კვლევითი ცენტრი. ეს კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა 2018 წელს.
ურმიის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი აქვეყნებს ოთხ სამეცნიერო ჟურნალს უახლესი კვლევითი პროექტების შესახებ, რომელთაგან ორი ინგლისურენოვანია.
უნივერსიტეტს ჰყავს კომიტეტი სახელწოდებით „სტუდენტური კვლევები“, რომელიც შეიქმნა 1993 წელს და რომლის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებში კვლევის კულტურის ხელშეწყობა და გაუმჯობესება. ეთიკური კვლევების, პროფესორ-სტუდენტებს შორის სამეცნიერო ურთიერთქმედების ხელშეწყობა, ახალი იდეების შეგროვება და სამეცნიერო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება ამ კომიტეტის სხვა მიზნებს შორისაა. ურმიის სამედიცინო უნივერსიტეტის ამ კომიტეტის ზოგიერთი მიღწევათა შორისაა სხვადასხვა სამედიცინო კვლევების ფესტივალებზე მაღალი შეფასების მიღება და სხვადსხვა პატენტების გაფორმება.
ურმიის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობა
უნივერსიტეტის საერთაშორისო აქტივობების განსახორციელებლად შეიქმნა „საერთაშორისო ურთიერთობების მართვის სამსახური", რომლის მიზანიცაა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება სხვადასხვა ქვეყნის კვლევით ინსტიტუტებთან, უცხოელი სტუდენტებისთვის მომსახურების გაწევა, სასწავლო შესაძლებლობების დაგეგმვა და საერთაშორისო სემინარების და კონფერენციების გამართვა. ურმიის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლების თქმით, უცხოელი სტუდენტების მიღებისათვის შესაძლებლობებისა და შესაბამისი პირობების შექმნა ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ამოცანაა, რომელის განხორციელებაც 2025 წლისთვის იგეგმება.
სახელი | ურმიის სამედიცინო უნივერსიტეტი, უმაღლესი სამედიცინო განათლების უძველესი ცენტრი ირანში |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | სამთავრობო |
სტუდენტების საერთო რაოდენობა | 4300 |
კონტაქტები | 04432234897 |
ვებგვერდი | http://umsu.ac.ir/ |






შრიფტის ზომის შეცვლა:
შეცვალეთ მანძილი სიტყვებს შორის:
შეცვალეთ ხაზის სიმაღლე:
შეცვალეთ მაუსის ტიპი: